ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში პრემიერა
გაიმართება.
მაქს ფრიშის პიესა "ბიოგრაფია: თამაში" პირველად იდგმება მესხიშვილის
თეატრის სცენაზე.
დადგმას რეჟისორი თამარ ჭინჭარაული განახორციელებს.
სპექტაკლი არჩევანის თავისუფლებაზე, საკუთარი იდენტობის ძიებაზე,
ბედისწერის საკითხებზე, მარადიულ კითხვებსა და პასუხების მარადიულ
ძიებაზეა.
მაქს ფრიში თავს უყრის მის ყველა ნაწარმოებში გაჟღერებულ საკითხებს და
დისტანციიდან ხელახლა განიხილავს.
"ფრიში როგორც ავტორი ძალიან მიყვარს, როდესაც აღმოვაჩინე ეს პიესა
„ბიოგრაფი თამში“. დავიწყე ძებნა ინტერნეტში, ვერ ვიპოვე. არის რუსული
თარგმანი მაგრამ ძველი ვერსია, სადაც არის 33 მოქმედი პირი. უზარაზარი
პიესაა, თუმცა 16-17 წლის შემდეგ ფრიშმა გადაწერა და ამ
მდგომარეობამდე მოიყვანა რაც ახლა არის - შეამცირა მოქმედი პირები
ხერხიც შეცვალა, სწორედ ამ ვერსიას ვეძებდი და ვიპოვე მეგობრების
დახმარებით", - აღნიშნავს თამარ ჭინჭარაული.
რეჟისორის თქმით, პიესა მოეწონა მისი შინაარსის გამო, რადგან მაქს
ფრიში იმ კითხვებს სვამს, რაც ყველას გვაინტერესებს, რაც ყველას
დაგვისმვამს საკუთარი თავისთვის.
"გვიოცნებია - უკან დაბრუნება რომ შემეძლოს რამდენ რამეს გავაკეთებდი
უკეთესად, ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს ზუსტად
მეცოდინებოდა რას შევცვლიდი, მრავალნაირი ვარიაციებიდან სწორ არჩევანს
გავაკეთებდი. ეს საკითხები ჟღერდება სპექტაკლში", - აღნიშნავს
სპექტაკლის რეჟისორი.
სპექტაკლისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბრობს სპექტაკლის
ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი მსახიობი დავით გაჩეჩილაძე.
"ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველ წამსა და წუთში უნდა
უფრთხილდებოდეს საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ საქციელს და გაუთვლელად
გაუაზრებლად არ უნდა გადადგას თავისი ნაბიჯი, რადგან ეს შესაბამის
კვალს ტოვებს მის ცხოვრებაზე", - ამბობს მსახიობი.
სპექტაკლის პრემიერა 5 დეკემბერს, მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე
გაიმართება. დასაწყისი 19 საათზე.
მასალის გამოყენების პირობები