ქუთაისში ახალ მუსიკალურ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. "მუსიკალური
გალერეა - გზა კარნეგი ჰოლისკენ" მუსიკოს შემსრულებლების მოძიებას
იწყებს.
მუსიკოს დავი ღვინიანიძის ფონდი "მსოფლიო ტალანტები" ახალგაზრდა
ნიჭიერი მოზარდების შერჩევას იწყებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
კონკურსში გამარჯვებულ მუსიკოსებს აშშ-ში კარნეგი- ჰოლის სცენაზე
წარადგენენ. პროექტი ინოვაციური და მეცენატური ხასიათისაა.
ტალენტებს კომპეტენტური ჟიური გამოვლენს.
პროექტი კონკურსში გამარჯვებულებს დააფინანსებს და საბოლოოდ კარნეგი-
ჰოლის სცენისკენ გაუხსნის გზას. აღნიშნულის შესახებ პროექტის
ინიციატორმა დავით ღვინიანიძემ და მუსიკოსებმა - პროექტის
პარტნიორებმა ნინო და ნანა დიღონაძეებმა პრესკონფერენციაზე
ისაუბრეს.
მათ აღნიშნეს, რომ პროექტი ერთჯერადი აქტივობით არ შემოიფარგლება და
მრავალწლიან პერსპექტივას გულისხმობს, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე
ეტაპს მოიცავს.
"პირევლი ეტაპი -კონკურსი "მუსიკალური გალერეა -გზა კარნეგი ჰოლისკენ"
გალა-კონცერტით დასრულდება კარნეგი ჰოლში. აღნიშნული აქტივობა
შემოდგომა ზამთარში განხორციელდება. მეორე ეტაპი ქართული კულტურის
დღეები მოეწყობა აშშ-ში მუიკალურ ცენტრში მსოფლიო ტალნტები" და მესამე
ეტაპი დაეთმობა ქართული ფოლკლორის დღეებს აშშ-ში", - აღნიშნა დავით
ღვინიანიძემ.
მოცემული პროექტი საპილოტეა, რომელიც მომავალი წლიდან საერთაშორისო
კონკურსის ფორმით ჩამოყალიბდება აღინიშნა პრეს-კონფერენციაზე.
მასალის გამოყენების პირობები