კულტურა
„შერეკილები“ ქუთაისში და გამეორება ცოდნის „დედინაცვალი“
FaceBook
ფილმი "შერეკილები" ყველაზე პოპულარულ ქართული ფილმების რეიტინგში დიდი ალბათობით პირველ ადგილზე თუ არა, პირველ სამეულში ნამდვილად მოხვდება.

შესაძლებელია პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრის სპექტაკლ"შერეკილების"რეჟისორი გიორგი მეტონიძეც ასე თვლის. რეზო გაბრიაძის ტექსტი და "შენგელაიას" ფილმი იმდენად ცნობილი და პოპულარულია, ტექსტი ენაში ისეა გადასული და ფრთიან ფრაზებად ჩამოყალიბებული, მაყურებლის ცნობიერებაში ისეა გამჯდარი "შერეკილების" ხატი, რომ ამ ისტორიას ბევრი ლაპარკი არ ჭირდება.

ამიტომ თავის სპექტაკლში გიორგი მეტონიძე აქრობს ენას და პლასტიკით ჰყვება ისტორიას სიყვარულსა და ფრენის სურვილზე. უნივერსალური ისტორიის მოსაყოლად იყენებს უნივერსალურ ენას ჟესტით, მიმიკით და პლასტიკით ეხმიანება მარადიულ თემებს.

რეჟისორი სპექტაკლის რამდენიმე სცენაში რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრსაც ეხმიანება. ასევე, ციტირებს ელდარ შენგელაიას ფილმს. თუმცა,  არა მარტო ციტირებს, რიგ სცენაში პირდაპირ იმეორებს და ფილმის კონკრეტული ეპიზოდების სცენურ ასლს გვთავაზობს.

გიორგი მეტონიძე მეტისმეტად ენდობა მაყურებლის მახსოვრობას და ცოდნას ფილმის შესახებ, ამიტომ ბევრ სცენაში პლასტიკის მწირ ენას მიმართავს, რაც აბუნდოვანებს და გაუგებარს ხდის კონკრეტულ სცენას.

ერთფეროვნება ახასიათებს მუსიკას. მუსიკა არ იქცევა კომენტატორად, ის მთელი სპექტაკლის განმავლობაში ზოგადი ფონია და მისი ენა კონკრეტულს არაფერს ეუბნება მაყურებელს. არადა შეეძლო "დახმარებოდა" პლასტიკას და სხვაგვარად მოეთხრო ამბავი.

ამიტომ ადამიანს, რომელსაც ფილმი ნანახი და წიგნი წაკითხული არა აქვს ხშირ შემთხვევაში გაუჭირდება მიხვდეს რა ხდება სცენაზე.
თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც სათქმელია. სხვადასხვა ფორმითი მიგნებების, მიუხედავად სპექტაკლში არ იკვეთება ავტორების სთქმელი.

მხოლოდ განსხვავებული ფორმის მოძებნა საკმარისი არ აღმოჩნდა, მნიშვნელოვანია ავტორის დამოკიდებულება, მარადიული თემის მისეული, უნიკალური აღქმა. სპექტაკლი "შერეკილები" კი მხოლოდ გვახსენებს, რომ სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი.

შეხსენება ცოდნის დედაა, თუმცა რიგ შემთხვევაში შეიძლება დედინაცვლობა უფრო შეითავსოს.

"დედინაცვლის როლი" აქვს შეხსენებას მეტონიძის "შერეკილებშიც". ეს მოგონება პუბლიკას დიდად არ ჭირდება, რადგან ფილმი ახსენებს და ეუბნება ამას უკვე დიდი ხანია.

"შერეკილების" ახლებური ინტერპრეტაცია სხვა მოლოდინს აჩენს. მაყურებელი სიყვარულისა და ფრენის ისტორიაში სხვა, უფრო მაღალ პილოტაჟს ელოდება.
მაგრამ ამ სპექტაკლში ახალს არაფერს გვეუბნებიან. 21-ე საუკუნის "შერეკილები" სპექტაკლში მოძველებულები არიან. არადა შერეკილობა წესით არასდროს ძველდება, მითუმეტეს ახალ ეპოქაში, სადაც ფრენაც აქტუალურია და სიყვარულიც.

ფრენა კოსმოსში ინაცვლებს, შესაბამისად სიყვარულსაც დიდი, კოსმიური მასშტაბი ეძლევა.

21-ე საუკუნის მაყურებელიც სათქმელს ამ მასშტაბებში ელოდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.