კულტურა
რეჟისორ გიორგი სიხარულიძეს საპატიო ქუთაისელის წოდება მიენიჭა
FaceBook
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მესხიშვილის თეატრის, ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი სიხარულიძეს, ქუთაისში 11 წლიანი მოღვაწეობისთვის, საპატიო ქუთაისელის წოდება მიანიჭა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, კი გიორგი სიხარულიძეს დავით კლდიაშვილის მედალი გადაეცა. გიორგი სიხარულიძის ქუთაისში მოღვაწეობის დროს, 2007 წლიდან 2017 წლამდე მესხიშვილის თეატრში მოეწყო მცირე სცენა, ლიტერატურული სალონი, დასს შეემატა 12 ახალგაზრდა მსახიობი, დაიდგა 47 სპექტაკლი, ათეულობით ბენეფისი და იუბილე.

გიორგი სიხარულიძის სამხატვრო ხელმძღვანელობის დროს ქუთაისის თეატრში სპექტაკლი დადგა 18-მა მოწვეულმა რეჟისორმა. თეატრის ბიუჯეტი 250 ათასი ლარიდან 1 მლნ 55 ათას ლარამდე გაიზარდა.

გიორგი სიხარულიძის რეჟისურით და ხელმძღვანელობით, გაკეთდა ქუთაისის მთავარი დღესასწაულის, "გვირილობის" ახალი და მასშტაბური ფორმატი, რომელიც დღემდე ქალაქის სავიზიტო ბარათია.

რეჟისორმა მესხიშვილის თეატრი მიმდინარე წლის სექტემბერში დატოვა. გიორგი სიხარულიძე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციებზე გამოცხადებული  კონკურსის საფუძველზე  დაინიშნა. თუმანიშვილის თეატრში მან ამ პოსტზე ქეთი დოლიძე ჩაანაცვლა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.