ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში რესპუბლიკურმა საბავშვო პლენერმა "იმპრესიო" მუშაობა დაასრულა.
პლენერი, რომლის თემას ბავშვთა უფლებები წარმოადგენდა, ათი დღე გაგრძელდა და მასში საქართველოს რეგიონებში არსებულმა სამხატვრო სკოლებმა მიიღეს მონაწილეობა.
პლენერის ბოლო დღე პლენერის ფარგლებში შექმნილი ნახატების გამოფენას და გამარჯვებულთა დაჯილდოებას მიეძღვნა.
ადგილები სამი კატეგორიის მიხედვით გადანაწილდა. საპრიზო ადგილი მიენიჭათ სამხატვრო სკოლებს. 10-დან 16 წლამდე მოზარდებს და ათ წლამდე ბავშვებს. "გამარჯვებულია ონის სამხატვრო სკოლა, რომელიც მართლაც უნიკალური ოსტატობით წარსდგა სამხატვროი პლენერის ფარგლებში, ასევე, გადანაწილდა პირველი ადგილები ცაგერსა და ლენტეხზე. გვყავს ასევე მეორე და მესამე ადგილზე გასულები სხვადასხვა რეგიონებიდან. საინტერესო აღმოჩნდა თერჯოლის სამხატვრო სკოლა, თემატური მიგნებებით ", - აღნიშნა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.
პლენერში 20-მდე სამხატვრო სკოლმა მიიღო მონაწილეობა.
პლენერი მოეწყო ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ, საქართველოს კულტურის და ძელგთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები