საზოგადოება
25 თებერვალი - ოკუპაციისა და მონარქებზე გამწყრალთა დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე ტრაგიკული დღეა ბოლო ორი საუკუნის მანძილზე. 1921 წელს რუსეთის საბჭოთა იმპერიამ საქართველოს ოკუპაციით მოსპო და სულ ცოტა ერთი საუკუნით შეაჩერა საქართველოს განვითარება.

25 თებერვალს ინგლისელებსაც შემოსწყრა არა იმდენად ისტორია, რამდენადაც რომის პაპის პიი V. მან ბულა "Regnans in Excelsis»" გამოსცა, სადაც ანათემას გადასცა ინგლისის დედოფალი ელისაბედ I.

მონარქებს საფრანგეთშიც გაუბრაზდნენ - 1848 წელს საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა გამოცხადდა, რამდენიმე წლის შემდეგ, 1856 წლის ასევე 25 თებერვალს, მუშაობა დაიწყო პარიზის კონგრესმა.

მოკლედ, ამდენი რევოლუციებისა და ომების ფონზე სხვა რა უნდა გამოეგონებინა ადამიანს თუ არა და იარაღი, ჰოდა, ამერიკელმა სამუელ კოლტმა აშშ-ში დააპატენდა რევოლვერი კოლტი 1836 წლის 25 თებრვალს.

1945 წლის 25 თებერვალს თურქეთმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მეორე მსოფლიო ომია და სასწრაფოდ გამოუცხადა ომი გერმანიას.

ანათემას მარტო ეკლესია არ გადასცემდა სხვადასხვა პირებს, საბჭოთა ანათემაც არსებობდა. ჰოდა, ამ ანათემაზე არც მეტი არც ნაკლები თავად სტალინი გადასცეს. 1956 წლის 25 თებერვლას სკკპ ცეკას გენერალურმა მდივანმა ნიკიტა ხრუშოვმა კომპარტიის მე-20 სხდომაზე სტალინის კულტის წინააღმდეგ ააგორა კამპანია.

რაც შეეხება, 21 -ე საუკუნეს, ჩვენი ეპოქა 25 თებერვალსაც აფეთქებებით, ხანძრებითა და კატასტროფებით დაფიქსირდა ისტორიაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #25 თებერვალი
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
11 და
12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში,
ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
11:08 / 11.10.2024
11 და 12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში, ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.