ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის
თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.
21 თებერვალი იუნესკოს მიერ დაფუძნებული მშობლიური ენის საერთაშორისო
დღეა.
ასეთ მნიშვნელოვან დღეს ბელორუსები თავიანთ დღესასწაულს უმატებენ,
რომლის შინაარსის გასაგებად მარტო მშობლიური ენის ცოდნა არ გვეყოფა.
აღმოჩნდა, რომ 21 თებერვალი მიწის მართვისა და კარტოგრაფიულ-
გეოდეზიურ მუშაკთა დღეა.
სამაგიეროდ, სრულიად ნათელია რას აღნიშნავენ ამ დღეს საფრანგეთში. 21
თებერვალი მეორე მსოფლიო ომში ფრანგული წინააღმდეგობის არმიის
არაფრანგი მონაწილეების ხსოვნისა და პატივგების დღეა.
21 თებერვალს საბუნებისმეტყველო მეცნიერების წარმომადგენლებმა
გამოიდეს თავი აღმოჩენებზე. ინგლისელმა ქიმიკოსმა ჰემფრი დევიმ
ქიმიური ელემენტი ქლორი აღმოაჩინა.
აღმოჩენა გააკეთეს ამერიკელმა ბიოლოგებმაც 1953 წლის 21 თებერვალს
ჯეიმს უოტსონმა და ფრენსის კრიკმა დნმ-ს სტრუქტურული მოდელი - ორმაგი
სპირალი წარმოადგინეს.
21 თებერვალს სათავე დაედო ახალი სატრანსპორტო საშუალების ამუშავებას
- ორთქმავლიან ლოკომოტივს. მისი პირველი და წარმატებული გამოცდა 1804
წელს განხორციელდა. მაშინ ამ გამოგონებას "ეშმაკის მანქანა "
უწოდეს.
მავანი ეშმაკებთან ალიანსს არ გამორიცხავდა კარლ მარქსისა და ფრიდრიჰ
ენგელსის შემთხვევაშიც. თუმცა, ამას მათთვის ხელი არ შეუშალა
1848 წლის 21 თებერვალს "კომუნისტური პარტიის მანიფესტი"
გამოექვეყნებინათ.
სამაგიეროდ, 1885 წლის 21 თებერვალს ამერიკაში გაიხსნა სრულიად
უეშმაკო ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი.
ამ რქიანი დ ა კუდიანი არსების გარეშე არ ჩაირა შეყვარებული
აბესალომისა და ეთერის სიყვარულის ისტორიამაც. თუმცა, ინსპირაციის
მშვენიერ წყაროდ იქცა ზაქარია ფალიაშვილისთვის. 1919 წლის 21
თებერვალს თბილისის ოპერის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა
"აბესალომ და ეთერის" პრემიერა გაიმართა.
21 თებერვალს დაიბადნენ „ეშმაკებიც“ და „ანგელოზებიც“ .
21 თებერვალი ნინა სიმონის, ჩარლზ პალანიკისა და ალან რიკმანის
დაბადების დღეა.
21 თებერვალს დაბადებულა ვიტალი ჩურკინი რუსეთის მუდმივმოქმედი
წარმომადგენელი გაეროში.
ამათგან რომელს მიაკუთნებთ "ეშმაკის" და "ანგელოზის" სტატუსს ეს უკვე
თქვენზეა დამოკიდებული.
მასალის გამოყენების პირობები