ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 2022
წლის კონკურსზე ფილმების მიღებას იწყებს.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალზე ნებისმიერი
ჟანრის ფილმი (გარდა ანიმაციისა) ორ კატეგორიაში მიიღება:
მოკლემეტრაჟიანი ფილმები (10-35 წუთი);
მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები (10-35 წუთი);
მოთხოვნები:
ფილმის გადაღება 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ უნდა იყოს
დასრულებული.
უნდა ჰქონდეს ინგლისური სუბტიტრები.
შერჩევის შემთხვევაში სკრინინგისთვის მიიღება მხოლოდ
DCP ფაილები.
ფილმების მიღება ხდება Filmfreeway პლატფორმის საშუალებით
(იხილეთ ქვემოთ).
შერჩევა დასრულდება 2022 წლის 1 აგვისტოს, მონაწილეებს კი
ინდივიდუალურად ეცნობებათ შერჩევის შედეგების შესახებ.
უკრაინელი კინორეჟისორების მხარდასაჭერად მათ ფილმებს უფასო წაივერ
კოდით მივიღებთ: სლავაუკრაინი
ფილმების გადმოგზავნა შესაძლებელია ამ მისამართზე:
https://filmfreeway.com/kutaisi
ფილმების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 ივნისი.
ფესტივალის ფაისბუკგვერდზე მითითებული თარიღის თანახმად ფესტივალი
2022 წლის 24-30 სექტემბერს გაიმართება.
ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხარდამჭერი ქუთაისის მერიაა.
მასალის გამოყენების პირობები