სიკეთე გადამდებია - ეს სლოგანი არაერთ საქველმოქმედო აქციას
ახლავს.
"გადადების" უნარი სხვა ქცევებსაც გააჩნიათ, მათ შორის, ყველაზე
ნეგატიურსა და სასტიკს, აღნიშნავენ ფსიქოლოგები.
ისინი საუბრობენ "არეკვლაზეც", ანუ, როდესაც
მოზარდი იმეორებს თანატოლის ქცევას, ან ირეკლავს საზოგადოებას - მასში
არსებულ ტენდენციებს და მიდგომებს, განსაკუთრებით მოზარდები.
თბილისში, მოზარდების მიერ თანატოლების
მკვლელობას ორ დღეში წყალტუბოში ისევ, მოზარდებს
შორის კონფლიქტი მოყვა, რომელიც ასევე ტრაგიკულად დასრულდა.
სპეციალისტები მიზეზებს ბევრ ფაქტორში ხედავენ. მათ შორის, ე.წ.
ნეგატივის ტირაჟირებაშიც.
"ცნობილი ფაქტია, რომ იქ სადაც თვითმკლელობის შემთხვევების ტირაჟირება
ხდება მედიის მეშვეობით. იმ არეალში, რომელსაც ეს მედია ფარავს არა
მარტო იზრდება თვითმკვლელობები, არამედ მსუბუქი ავტომანქანების
ავტოავარიებიც. ეს რეალური სტატისტიკაა შემოწმებული და
მრავლისმეტყველი", - ამბობს ფსიქოლოგი მამუკა გელაშვილი.
მამუკა გელაშვილს კონკრეტული მაგალითი მოყავს აფრიკის ორ ეთნიკურ
დაჯგუფებას შორის მომხდარ დაპირისპირების თაობაზე. "გენოციდის შესახებ
ინფრომაცია რადიოთი გადიოდა. შედეგებმა აჩვენა, რომ გენოციდსა და
მკვლელობებში ძირითადად ჩართული იყო ის დაჯგუფებები, რომელთა
წამომადგენლები იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რომელსაც რადიო ფარავდა.
ხოლო, სადაც რადიო არ ისმინებოდა, იქ ნაკლებად ქონდა ადგილი
მკვლელობებს", - ამბობს გელაშვილი.
ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვანია,
თუმცა, ტრაგიკული ფაქტის გაშუქებისას აქცენტები სწორად უნდა დაისვას,
მაგალითად, მძიმე ფაქტის, თუნდაც ნეიტრალურად გაშუქებამ შესაძლებელია
შედეგები კიდევ უფრო გაართულოს.
"როდესაც ამ ტიპის (მკვლელობის) ინფორმაცია ვრცელდება ეს უნდა იყოს
ნეგატივის შემცველი, გაკიცხვა მიდიოდეს ქცევის, ქმედების. რადგან
ნეიტრალურმა და მშრალმა ინფორმაციამ შეიძლება ისევე, ცუდად იმუშაოს და
გავლენა იქონიოს კრიმინალის ზრდაზე, როგორც ცუდი საქციელის შექებამ.
იმიტომ რომ ბავშვი, მოზარდი ყურადღების ცენტრში ექცევა. ბავშვებს კი
სწორედ ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ. ნეიტრალური გაშუქებით, მხოლოდ
ფაქტების აღწერით ვერც ის და ვერც სხვა ვერ აცნობიერებს საქციელის
სიმძიმეს", - აღნიშნავს მამუკა გელაშვილი.
ფსიქოლოგი იაგორ ბალანჩივაძე დადებით ფაქტორად მიიჩნევს,
საზოგადოებისა და მედიის მძაფრ გამოხმაურებას და შეფასებით მსჯელობებს
თბილისსა და წყალტუბოში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებზე.
"დღეს, რომ დიდი გამოხმაურება აქვს სწორია. უნდა დაინახოს
საზოგადოებამ რომ ეს არის საშინელება. ეს დასკვნა, პირველ რიგში,
ბავშვმა უნდა გამოიტანოს, მან უნდა გაანალიზოს. ბავშვის მხრიდან უნდა
იყოს გაცნობიერებული და მან სწორი სიგნალები უფროსებიდან,
საზოგადოებიდან უნდა მიიღოს", - აღნიშნავს ბალანჩივაძე.
თუმცა, სწორი სიგნალების სიმწირეზე მიუთითებს მამუკა გელაშვილი. იგი
ქართული სუბკულტურისთვის დამახასიათებელ ნიშნებზე საუბრობს, რომელიც
არაიშვიათად კანონისთვის გვერდის ავლით საქმის მოგვარებაში
გამოიხატება.
"პრობლემების გადაწყვეტა კანონზე გვერდის ავლით - ასეთ მაგალითებს
მოზარდები უფროსებიდან იღებენ. ისეთ ქვეყაანაში ვცხოვრობთ, სადაც
იკვეთება ალტერნატიული სამართალი, რომელიც კრიმინალური
მენტალიტეტიდანაა წამოსული. მოზარდი არ მიმართავს მას, ვისაც საქმის
მოგვარების ლეგიტიმური უფლება აქვს. ანუ არ მიმართავას უფროსს, რადგან
ეს "დაბეზღებაა". არჩევს "ალტერნატიულ სამართალს" ანუ
თანატოლებთან "საქმის გარჩევას" იწყებს. თბილისში მოხმდარ იმ
ტრაგედიაში მონაწილე მოზარდებიდან არც ერთი მოწმედ არ დადგა. ესეც ხომ
"დაბეზღებაა, მათი შეხედულებით ", - ამბობს მამუკა გელაშვილი.
სპეციალისტების აზრით, "ალტერნატიული სამართალი" საზოგადოების ერთი
ნაწილისთვის გაიგივებულია ქართულ ნაციონალურ კულტურასთან. ბავშვების
ნაწილიც ამ რეალობას იღებს და ამ ჭრილში განიხილავს კარგის და ცუდის
გაგებას.
"მოზარდისთვის მნიშვნელობა აქვს საზოგადოება როგორ იღებს ამ ამბავს და
არა ის დაიჭირეს თუ არა. თანატოლები როგორ მიიღებენ.ის შეიძლება
თვლის, რომ "კაცის" სახელით იარსებებს ამ "ალტერნატიული სამართლის"
სივრცეში და ესაა ყველაზე საზარელი რამ", - ამბობს მამუკა
გელაშვილი.
საზარელი შედეგები რომ არ დადგეს ფსიქოლოგები მიუთითებენ აღზრდაში
დაშვებულ შეცდომებზე და განსხვავებულ მეთოდებზე. კერძოდ ორ მიდგომაზე,
რაც დიდი ალბათობით ბადებს ბავშვში მოძალადეს.
"როდის ხდებიან სასტიკები?! ორი განსხვავებული აღზრდის მეთოდით. ერთი
როდესაც ყველაფრის უფლებას აძლევენ ბავშვებს და მეორე - როდესაც
ხშირად სჯიან იმსახურებს ამას თუ არა. ორივე შემთხვევაში ბავშვები
ხდებიან სასტიკი. ყველაზე სწორია ბავშვს ასწავლო სამართლიანობა", -
ამბობს გელაშვილი.
სამართლიანოაბსტან ერთად ზომიერებაზე საუბრობს ფსიქოლოგი დავით
ფორჩხიძეც. იგი, ძალადობის ერთ-ერთ შეიძლება უნებლიე სტიმულატორად
ფილმებს და კომპიუტერულ თამაშებსაც არ გამორიცხავს.
"როდესაც მოზარდი ვირტუალური თამაშისას ყოვედღიურად კლავს ასობით
ვირტუალურ "ადამიანს" შესაძლებელია გარკვეულ "ჩვევაში" გადავიდეს.
რთულია მოზარდისთვის ზღვარის მოძებნა - სად არის ვირტუალი და სად
რეალური. ავმტომატიზმამდე მიდის რეაქცია", - ამბობს დავით
ფორჩხიძე.
თუმცა, დავით ფორჩხიე ვირტუალურ თამაშებზე მეტ ზინას სხვაგან ხედავს
და უფროსების პასუხისმგებლობაზე მიუთითებს რომლებიც მათი შეგნებული
საქციელით თუ წამოცდენებით მცდარ სიგნალებს გზავნიან. ბავშვები
ირეკლავენ ზრდასრულების საზოგადოებაში არსებულ ინტერაქციებს, ქცევის
მოდელებს, რომლებიც არაიშვიათად "სასტიკი თამაშების" პრინციპზეა
აგებული.
მასალის გამოყენების პირობები