ComCom-მა, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული,
მედიაწიგნიერების ოლიმპიადის გამარჯვებულად ქუთაისის N45 საჯარო სკოლა
გამოავლინა.
სკოლას გამარჯვება ,,მედიაწიგნიერების კლუბის“ წევრების მიერ
ოლიმპიადისთვის შექმნილმა ვიდეორგოლმა მოუტანა, სადაც მოსწავლეები
მსჯელობდნენ, როგორ უნდა გაუმკლავდეს შშმ პირი თანამედროვე სამყაროს
ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევას, როგორიც დეზინფორმაციაა.
კონკურსში სკოლის სახელით I-დან V და VI-დან XII კლასის
მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები ჩაერთნენ, რომელთაც ერთი
მასწავლებელი ხელმძღვანელობდა.
ქუთაისის N45 სკოლამ გამარჯვება უფროსკლასელების კატეგორიაში მოიპოვა,
დაწყებითი საფეხურის კატეგორიაში კი თბილისის წმინდა გიორგის
სახელობის საერთაშორისო სკოლამ გაიმარჯვა.
გამარჯვებული ქუთაისის სკოლა, ComCom-მა, თანამედროვე
მედიალაბორატორიით, კერძოდ: ინტერაქციული დაფით, ლეპტოპით, მობილურის
შტატივით, მიკროფონით და ლედ განათებით დააჯილდოვა. ამასთან, სკოლაში
მოეწყო საერთო სივრცე, სადაც ყველა მოსწავლე ტექნიკის გამოყენებას და
მაღალხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნას შეძლებს.
მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტი
სკოლა მონაწილეობდა.
მედიაწიგნიერების ოლიმპიადა UNESCO-ს მედია და ინფორმაციული
წიგნიერების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საზოგადოებაში
მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების
ამაღლებას ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები