ქუთაისში სტუმრად მყოფ გერმანელ ბიზნესმენებს მერიის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 15 წუთი ალოდინეს.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმრთველობის წარმომადგენლებმა გერმანელი ბიზნესმენები მიიღეს.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, გერმანელ კოლეგებს ადგილობრივი ბიზნეს გარემო გააცნეს. ასევე, განიხილეს ქალაქში დაგეგმილი და განსახორციელებელი ინფრასტრუქტრული პროექტები. თუმცა შეხვედრამდე, ქუთაისში ვიზატ მყოფს გერამანელ ბიზნესმენებს მერიის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 15 წუთი ალოდინეს.
გერმანული ეკონომიკის გაერთიანების წარმომადგენლების განმარტებით, ისინი დაინტერესებულნი არიან ქუთაისის ინფრასტრუქტურული პროექტებით.
"ვეცნობით ქუთაისში დაგეგმილ პროექტებს და მის მიხედვით მივიღებთ გდაწყვეტილებას, რამდენად მომგებიანი იქნება ჩვენი თანამშრომლობა", - განმარტა გერმანული ეკონომიკის გაერთიანების წარმომადგენელმა, პატრიკ იუნგიმ.
მისივე თქმით, აღნიშნული გაერთიანება 140 ფირმას მოიცავს, რომელიც სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში სხვადასხვა სამშენებლო პროექტს ახორციელებს.
"გავაცანით ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც გვაქვს დაგეგმილი. თუკი მათი მხრიდან იქნება თანამშრომლობის სურვილი, ჩვენი მხრიდან სრული მზაობა არის", - განმარტა ქუთაისის მერიის ეკონომიკრი განვითარების სამსახურის უფროსმა, პაატა კლდიაშვილმა.
გერმანული ეკონომიკის გაერთიანების წარმომადგენლები ქუთაისის გარდა, ანალოგიურ შეხვედრებს ბათუმსა და თბილისშიც გამართავენ.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები