ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ პირებზე სატელეფონო ხარჯებისთვის მიმდინარე წელს 60 000 ლარია განსაზღვრული. სატელეფონო მომსახურებისთვის მერიამ კონსოლიდირებული ტენდერი ჩაატარა. რომლის საფუძველზე 2015 წლის იანვარში ერთწლიანი სატელეფონო მომსახურების გაწევა შპს მაგთიკომს დაევალა.
მერიამ ამ დროითვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შპს მაგთიკომს აღნიშნული მომსახურებისთვის უკვე სამჯერ (25 მარტს - 3. 414, 21 ლარი; 31 მარტს -171 ლარი და 27 აპრილს - 3 537, 85 ლარი ) 7 122 ლარი გადაურიცხა.
ინტერნეტ მომსახურება, როუმინგი, SMS, MMS - ამ და სხვა მომსახურებას სთავაზობს მაგთიკომი თვითმმართველობას 60 ათასი ლარის სანაცვლოდ.
მაგთიკომის მომსახრება უცვლელი იყო გასულ წელსაც. თუმცა, მერიამ აღნიშნული სატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვის 2014 წელს (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევენების პერიოდი) მიმდინარე წელს განსაზღვრულ თანხაზე 43 000 ლარით მეტი დახარჯა (103 000 ლარი ).
ქუთაისის მერიამ შპს მაგთიკომთან სატელეფონო მომსახურებისთვის კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე 2014 წელს ხელშეკრულება ორჯერ გააფორმა.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული პირებიდან ვის რამდენი ერიცხება ყოველთვიურად მობილურზე სასაუბროდ და რა საჭიროებითვის იყენებენ აღნიშნულ ლიმიტს? ნახეთ "ქუთაისიპოსტზე" დღეს 14 საათზე.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები