ქუთაისის მერიამ საკრებულოს თავმჯდომარისთვის ტენდერის გზით ახალი ავტომანქანა შეიძინა.
სედანის ტიპის ავტომანქანის შესაძენად ქალაქის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათას ლარი გამოჰყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ავტომანქანის შესაძენად 5 ათას ლარით ნაკლები მოითხოვა.
ტენდერში 4 პრეტენდენტი მონაწილეობდა (ხვიჩა ნიკოლაძე; შპს ბილდიქსი; გიორგი სულხანიშვილი; შპს ანამარი). მერიას ავტომანქანის შეძენა ყველაზე დაბალ ფასად (19 989 ლარი) შპს "ანამარი"-მ შესთავაზა.
ავტომანქანის შესაძენად ტენდერი თავდაპირველად მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოცხადდა. თუმცა ტენდერი ჩავარდა.
საკრებულოსთტის ავტომანქანის შესაძენად მერიამ
ტენდერი მეორედ 10 მარტს გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები