გამჭვირვალე თვითმმართველობა
იმერეთის გუბერნიის 30 157 ლარიანი მივლინებები და მათი შედეგები
FaceBook
2016 წელს იმერეთის სამხარეო ადმინისტარციის თანამშრომლების მივლინებისთვის ბიუჯეტიდან 30 157,52 ლარი დაიხარჯა.

აქედან, 2 849, 80 ლარი ქვეყნის შიგნით, ხოლო 27 307,72 ლარი საზღვარგარეთ სამივლინებო ვიზიტებზე გაიცა.

უკრაინა, ჩინეთი, კვიპროსი, იტალია, ლატვია, ბელგია, შვეიცარია, თურქეთი, ისრაელი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც 2016 წელს იმერეთის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე და მისი მოადგილეები პაატა ნადირაძე, გიორგი ჭიღვარია და სოსო ხახალეიშვილი იყვენენ მივლინებული.

სამხარეო ადმინისტრაციაში, თანამდებობის პირების გარდა, მივლინებაში სხვა თანამშრომლებიც იყვნენ. თუმცა, მათი ვიზიტები მხოლოდ ქვეყნის შიგნით შემოიფარგლა. მაგალითად, სამტრედია, ვანი, ბათუმი, დაბა ბაკურიანი, საჩხერე, ტყიბული,ზესტაფონი, თერჯოლა, ჭიათურა, საჩხრე ქობულეთი, თბილისი, ანაკლია.

სამხარეო ადმინისტრაციიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, იმერეთის გუბერნატორს გასულ წელს განხორციელებული 7 სამივლინებო ვიზიტიდან ოთხი საზღვარგარეთ (იტალია - მანტოვა; უკრაინა-კიევი; კვიპროსი-ლარნაკა და შვეიცარია-ბაზელი) აქვს განხორცილებული. იმერეთის მხარის პირველი პირის მივლინებისთვის სულ 6 704, 8 ლარი დაიხარჯა.

გუბერნატორის მოადგილეების მიერ განხორციელებული სამივლინებო ვიზიტების რაოდენობა ასეთია: გიორგი ჭიღვარია - 4, პაატა ნადირაძე - 6, სოსო ხახალეიშვილი - 10. ამ უკანასკნელის სამივლინებო ხარჯებმა 6 162, 76 ლარი შეადგინა.

სოსო ხახალეიშვილი, სხვა კოლეგებთან შედარებით, სამივლინებო ვიზიტების მეტ რაოდენობას იმით ხსნის, რომ ტურიზმი მის სფეროს წარმოადგენს და ასევე, რამდენიმე უცხო ენასაც ფლობს.

"ჰუალინგის" პრეზიდენტის პირადი მოწვევით ვიმყოფებოდით, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია წარმოაჩინოს ქართულ მხარესა და "ჰუალინგს" შორის ურთიერთოებები. ჩვენს გარდა, თბილისის ვიცე-მერიც იყო წასული. აქ საუბარი არის ინვესტიციების მოზიდვაზე. შეთანხმება არის ის, რომ თვითონ "ჰუალინგის" მხადარჭერით, ჩინეთის სინძიანის რეგიონთან ვაპირებთ დამეგობრებას. ეს კი ხელს შეუწყობს "ჰუალინგის" აქ განვითარებას", - ირწმუნება ჩინეთის ქალაქ ურუმუჩის ექვსდღიან მივლინებაზე, სოსო ხახალეიშვილი.

იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე განმარტავს, რომ მათ მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე ქუთაისის აეროპორტიდან ჩინეთში პირდაპირი ავიარეისების განხორცილების იდეაც გაჟღერდა. თუმცა, კონკრტეულად როდიდან მოხდება ან რა პერიოდულობით დაინიშნება ამ მიმართულებით ავიაფრენების განხოცილება, სოსო ხახალეიშვილი ვერ აკონკრეტებს.

ის ირწმუნება, რომ მივლინება არ არის მხოლოდ ჩასვლა, ღონისძიებაზე დასწრება და მონაწილეობის მიღება, არამედ მას კონკრეტული შედეგები მოჰყვება. მაგალითად, რიგაში 2016 წლის დეკემბრეში განხორციელებული ექვსდღიანი ვიზიტის შედეგად, სოსო ხახალეიშვილი, ლატვიის რეგიონებთან იმერეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის დამეგობრებას ასახელებს.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებისთვის სხვა ქვეყნის ქალაქებთან დამეგობრება დადებითი შედეგის მომტანია, რის საფუძველზეც გაცვლითი პროგრამების განხორცილებაა შესაძლებელი.

"თუ ვინმე ამბობს, რომ ჩვენ დავდივართ დასასვენებლად ეს ნამდვილად ასე არ არის. შეიძლება სხვა შემთხვევაში იყოს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ასე არაა. ეს არ არის მხოლოდ ვიზიტი ვიზიტებისთვის", - ამბობს ხახალეიშვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:28 / 10.07.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
14:01 / 25.06.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.