ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა 40 ცალი კედლის საათს ყიდულობს. მათ შესაძენად 800 ლარის ღირეულების გამარტივებული ტენდერი მერიამ 8 აპრილს გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებულმა კოპანიამ 800 ლარის სანაცვლოდ უნდა უზრუნველყოს მერიისთვის კედლის საათის მიწოდება საკუთარი ხარჯებით, ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
საათების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება 27 აპრილს სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები