ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სარვამარტოდ პრემიებისთვის 19 000 ლარი გაიცა. პრემიები ქუთაისის მერიასა და მის დაქვემდებარებულ უწყებაში დასაქმებულ 152 ქალბატონზე გადანაწილდა.
მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თითოეულ თანამშრომელს 125 ლარის ოდენობის პრემია ერგო.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, სარვამარტოდ პრემიების გაცების ადრე არსებული ტრადიცია შეიცვლება. მურღულიას თქმით, სარვამარტო პრემიებს ადგილობრივ თვითმმართველობაში
დასაქმებული ქალბატონების გარდა, მამაკაცებიც იღებდნენ. თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები