გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის თვითმმართველობაში გასულ წელს 238 852 ლარის საწვავი მოიხმარეს
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში 2014 წელს საკრებულოსა და მერიის სრუქტურულმა ერთეულებმა 183 144,70 ლიტრი საწვავი მოიხმარეს. ბენზინისა და დიზელის შესასყიდად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 238 852 ლარი დაიხარჯა.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საწვავის ყველაზე მეტი ლიმიტი თვითმმართველობის თანამდებობის პირებზე არის განსაზღვრული.
ქუთაისის მერისათვის განსაზღვრული საწვავის ლიმიტი თვეში 500 ლიტრს შეადგენს, ამდენივეა გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარისთვისაც. 100 ლიტრით ნაკლებია მერის პირველი მოადგილის საწვავის ლიმიტი, ხოლო მეორე მოადგილისთვის თვეში 300 ლიტრი საწვავი არის განკუთვნილი. 50 ლიტრით ნაკლებია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისთვის განთვალისწინებული საწვავის ლიმიტი. 350 ლიტრი საწვავია განკუთვნილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის, კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანლებისთვის 250 ლიტრი საწვავია განსაზღვული.
თანამდებობის პირების გარდა საწვავის ლიმიტი გათვალისწინებულია მერიის სამსახურებისა და მათი წარმომადგენლებისთვისაც.
ყველაზე მეტ საწვავს თვეში (1860 ლიტრი) მერიის ადმინისტრაციული სამსახური მოიხმარს, ლიმიტის ოდენობის მიხედვით შემდეგ ადგილზეა მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური, ხოლო საწვავის ყველაზე ნაკლები ლიმიტი მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურისთვის არის გათვალისწინებული, რაც თვეში 200 ლიტრს შეადგენს.
ამ დროის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ამდრომდე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ 928,19 ლიტრი დიზელი და 11893,77 ლიტრი ბენზინია დახარჯული, რაზედაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20149,04 ლარია დახარჯული.
თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:28 / 10.07.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
14:01 / 25.06.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.