ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ "ქამრების შემოჭარაზე" გადადიან. ქალაქის მერმა მერიის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებ ბრაძანება გუშინ გამოსცა, რომელიც ძალაში 1 აპარილს შევა.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა ადგილობრივ თვითმმართველობაში იმაზე ადრე დაიწყო, ვიდე ეს სავალდებულო გახდებოდა.
"ჩვენ ისედაც შემცირებული გვქონდა ადმინისტრაციული ხარჯები მიმდინარე წელს. უკვე გამოცემული ბრძანების მიხედვით კი შემცირდება ადგილობრივ თვითმმართველობაში საწვავის ლიმიტების ხარჯები. საერთო ჯამში, კი 1 მილიონ ლარზე მეტის დაზოგვა მოხდება", - განმარტა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში შოთა მურღულიამ.
თვითმმართველ ქალაქებისა და გამგეობების ხელმძღვანელებს "ქამრების შემოჭერის" ვალდებულბა 11 მარტს, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაევალათ.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები