ქუთაისის მერიაში 2014-2015 წლებში ა(ა)იპებში განხორციელებული
ცვლილებების შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობაში სახელფასო ხარჯები
თვეში 316 919.88 ლარით გაიზარდა, რაც წლიურად 3 803 038.56 ლარს
შეადგენს.
ამის შესახებ კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო
გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქუთაისში დამატებით 5
ა(ა)იპი დაფუძნდა: "სპეციალური სერვისები"; "ქალაქ ქუთაისში
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის
ცენტრი"; "ქალაქ ქუთაისის ხელბურთის კლუბი ქუთაისი 2015"; "ტაეკვანდოს
სპორტული კლუბი", "სამეფო კომპლექსი ოქროს ჩარდახი". 5 ააიპის საერთო
საშტატო რაოდენობამ 2015 წლის დასაწყისში 470 ერთეული შეადგინა.
შესაბამისად, 220 086,38 ლარით გაზარდა ყოველთვიური სახელფასო ხარჯები
- ასეთია "გამჭვირვალობის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი ქუთაისის
ადგილობრივ თვითმმართველობაში.
კვლევის პრეზენტაციაზე "საერთაშორისო გამჭვირავლობა - საქართველოს"
ქუთაისის ოფისის იურისტებმა განმარტეს, რომ 2014 წელთან შედარებით,
გასულ წელს მერიის დაქვემდებარებულ 15 ა(ა)იპიდან საშტატო ერთეულები
მხოლოდ სამ ა(ა) იპში 23 ერთეულით შემცირდა. სამაგიეროდ, 296 ერთეულით
გაიზარდა 11 ააიპში საშტატო ერთეული.
საშტატო ერთეულების ზრდის თვალსაზრისით გამონაკლისს არ წარმოადგენს ის
ა(ა)იპები, სადაც საშტატო ერთეულების შესაძლო შემცირების მოტივით 2015
წელს რეორგანიზაცია ჩატარდა. 2014 წლის 1 მაისის მდგომარეობით ააიპ
"ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში" 1310 თანამშრომელი
ირიცხებოდა, 2015 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით კი - 1571.
არასმთავრობო ორგანიზაციის კვლევას ქუთაისის მერიაში არ ეთანხმებიან
და ამბობენ, რომ ააიპ ორგანიზაციებში საშტატო ერთული მიზანმიმართულად
არის გაზრდილი.
"საბავშო ბაღებში საშტატო ერთული იმიტომ გაიზარდა რომ ბაღების ფილიალი
დაემატა. ეს კვლევა არის ზედაპირული გაკეთებული და არ ასახვს
რეალობას. ისე მინდა გითხრათ, რომ წინა წლებთან შედარებით, მერიის
ადმინისტრაციული ხარჯი 1 მილიონ 200 ათასი ლარით არის შემცირებული", -
ამბობს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია.
მასალის გამოყენების პირობები