გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის მერიამ კვების მომსახურებაზე 63 ათას ლარამდე დახარჯა
FaceBook
ქალაქის მერიას კვების მომსახურებაზე გასულ წელს ტენდერი სულ 5-ჯერ აქვს გამოცხადებული, რისთვისაც ჯამში 62 699.6 ლარი დახარჯა.

ქალაქის მერიის მიერ კვების მომსახურებაზე გასულ წელს გამოცხადებული ტენდერებიდან რაოდენობრივად, ყველაზე მეტი ტენდერი (3 ტენდერი) მოგებული აქვს შპს "აშრიალს", რომლისგან მიღებული თანხა ჯამში 11783 ლარს შეადგენს.
აღნიშნული თანხის სანაცვლოდ მერიამ საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, საჩუქრების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა, ასევე, შეისყიდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისათვის და ბავშვებისთვის საახალწლო ნობათები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ავთანდილ კაჭახიძე. კომპანია რეგისტირებეულია ქუთაისში, 2007 წლის 16 ივლისს.
კომპანიის მფლობელი ასევე გახლავთ შპს "დაჩი+"ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ "დაჩი +" ასევე გახლავთ ქუთაისის მერიის მიერ საჩუქრებისა და სამკაულების შესაძენად გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული.
2014 წელს ქუთაისში კვების მომსახურებაზე 3-ჯერ მოგებული ტენდერის გარდა, შპს "აშრიალი" 2010 წლიდან დღემდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 12 ტენდერში არის გამარჯვებული, ხოლო წაგებული აქვს 8 ტენდერი.

KutaisiPost

KutaisiPost

კვების მომსახურებაზე 2014 წელს გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, თანხობრივად პირველ ადგილზეა შპს "დიდგორი". კომპანიას მერიის მიერ კვების მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი ერთხელ აქვს მოგებული, ხოლო მიღებული თანხა 49 996, 6 ლარს შეადგენს. შპს "დიდგორს" აღნიშნული თანხა მიღებული აქვს ქუთაისში სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისათვის, საახალწლოდ, სასურსათო ნობათების შესყიდვის სანაცვლოდ.
კომპანია თბილისშია რეგისტრირებული, 2013 წლის 29 დეკემბერს. კომპანის 100%-იანი წილის მფლობელია გიორგი ვართანოვი.

KutaisiPost
KutaisiPost

კიდევ ერთი მიმწოდებელი, რომელიც მერიის მიერ კვების მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული გახლავთ, ზესტაფონის მე-2 სვირში მცხოვრები, ფიზიკური პირი, ბაბილინა ცხადაძეა, რომელსაც ზრემოთ აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ 920 ლარის აქვს მიღებული. ბაბილინა ცხადაძემ ქუთაისში ბავშვებისათვის განკუთვნილი სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებების ფარგლებში, საახალწლოდ, გოზინაყის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა.

KutaisiPost

KutaisiPost



თეა ზიბზიბაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:28 / 10.07.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
14:01 / 25.06.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.