პოლიტიკა
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება
FaceBook
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამეტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  სექტემბრის დასაწყისში ამოქმედდება პროგრამის შემდეგი ეტაპი, რაც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა შეეხება ყველაზე ფართოდ გავრცელებული - გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს. პროგრამა შემდგომში გაფართოვდება და მოიცავს სხვა ქრონიკულ დაავადებებს, რომლის მკურნალობაც ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას. ასევე თუკი დღემდე მედიკამენტების მოწოდება ხდებოდა ერთი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, ამიერიდან პროგრამაში ჩაერთვება სხვა სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა.

"პროგრამის გაფართოების მიზანია: პენსიონერთა და შშმ პირთა დანახარჯები ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე განახევრდეს, ან გახდეს მესამედი," - აცხადებენ სამინისტროში.

როგორც სამინიმათივე ცნობით, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გასული წლის მაისში დაიწყო, თუმცა  მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ვრცელდებოდა. 2018 წლის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმ-მწარმოებლებს შორის შედგა თანამშრომლობა, რაც კერძო სექტორისა და სახელმწიფოს პარტნიორობის მოდელს წარმოადგენს.

"ამ ერთობლივი პროექტის პირველი შედეგი მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების საბაზრო ფასის განახევრებას გულისხმობს. აღნიშნული დაავადებიოს სამკურნალო მედიკამენტის ნაწილი უკვე განახევრდა, თუმცა მომავალი კვირიდან მეორე ტიპის დიაბეტის მედიკამენტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება და მათზე ფასდაკლება გავრცელდება მთელს მოსახლეობაზე," - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.