ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მიღებულმა
შემოსავლებმა მიმდინარე წლის იანვრიდან 4 მაისის მონაცემებით 1 217
800 ლარი შეადგინა.
ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერია გვაწვდის.
მათი მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის
მოსაკრებლის გეგმა ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში 3 535 000 ლარით
განისაზღვრა, რაც გასული წლის გეგმასთან შედარებით 1 358 000 ლარით
მეტია. საბოლოოდ, კი 2016 წლის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან
შეტანილმა თანხამ 1 994 997,38 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული
ინფორმაციით, 2016 წელს ქუთაისის ტერიტორიაზე 7 სათამაშო აპარატების
სალონი და 11 ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა გაიცა.
მიმდინარე წელს კი 3 სათამაშო აპარატების სალონი და 7 ტოტალიზატორი
მოქმედებს.
რაც შეეხება სამორინეს, შემოსავლების სამსახურის ცნობით, ქუთაისში
მისი მოწყობის ნებართვა არ გაცემულა.
მასალის გამოყენების პირობები