2017 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 3 241 080 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.
ტყიბულში მოქმედი ნაგავსაყრელი 2019 წლისთვის დაიხურება. მოსამზადებელი სამუშოები უკვე დაწყებულია. ტყიბულის არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.