2017 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების
განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მუნიციპალური
განვითარების ფონდის დაფინანსებით 3 241 080 ლარის დახარჯვაა
დაგეგმილი.
თანხის ძირითადი ნაწილი გზების რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს, რაც
ქალაქისა და სოფლების შიდა გზებზე ბეტონის საფარის დაგებას
გულისხმობს. ქალაქში გზების სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი თანხა 435,000
ლარს, ხოლო სოფლის შიდა გზების მოსაწესრიგებლად 1 610 248 ლარი
არის განსაზღვრული. წელსვე უნდა მოხდეს სოფელ დაბაძველში,
(ქარქაშაძეების უბანში) დაზიანებული ბოგირის რეაბილიტაცია, რისთვისაც
22 060 ლარია გამოყოფილი.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში განმარატვენ, რომ წელს 350 000 ლარი
არის გამოყოფილი ქალაქში მრავალბინიან კორპუსებში არსებული
ეზოების მოსაწესრიგებლად. ასევე, უნდა მოწესრიგდეს კორპუსებში
არსებული ლიფტებიც, რისთვისაც 150 000 ლარია გათვალისწინებული.
სარეაბილიტაციო ლიფტი ტყიბულში
380 000 ლარი მოხმარდება ტყიბულში, გორგიძის ქუჩაზე
საბავშვო ბაღის მშენებლობას, ხოლო 80 000 ლარით მოხდება პირველი და
მეექვსე საბავშვო ბაღების ინვენტარით აღჭურვა და ახალი საბავშვო ბაღის
მშენებლობა.
წელსვე დაგეგმილია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის სახურავის
რეაბილიტაცია და ასევე სასახლის ამფითეატრის დასაჯდომების მოწყობა,
რისთვისაც ჯამში 24 388 ლარია გამოყოფილი.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე
ტყიბულში
მიმდინარე წელსვე 6 388 ლარი დაიხარჯება მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციული შენობის სახურავის შესაკეთებლად, აგრეთვე 73 800
ლარის სპორტული ინვენტარის შეტანა მოხდება ქალაქის სპორტის
სასახლეში.
72 644 ლარის სამუშაოები განხორციელებაა დაგეგმილი საფეხბურთო კლუბ
"მეშახტე"–ს საწვრთნელ ბაზაზე, სადაც არსებული სტადიონის რეაბილიტაცია
მოხდება.
2016 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრქტურული პროექტების
განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 2 576 435 ლარი დაიხარჯა.
თეონა ჯანე
ლიძე
მასალის გამოყენების პირობები