ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის
მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ობიექტს თბილისში რეგისტრირებული კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი"
აშენებს.
სამუშაოების ზედამხედველმა ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტა, რომ
ამჟამად ტერიტორიის შემოღობვა ხდება, ხოლო რესტორნის მშენებლობა 6
თვეში უნდა დასრულდეს.
"რამდენადაც ვიცი, პროექტს კულტურული მემკვიდრეობა განიხილავს და
შესაძლოა, ცვლილებები მოხდეს, თუმცა ეს იქნება უმნიშვნელო და არა
რაიმე მასშტაბური," – განმარტა კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენის"
წარმომადგენელმა.
მისივე ინფორმაციით, რესტორნის ავტოსადგომი და საზაფხულო ტერასა მეორე
იარუსზე მოეწყობა, ხოლო ზედა, მესამე იარუსზე დავით აღმაშენებლის
სახელობის ტაძარი აშენდება.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის
მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით, ადგილობრივი მოსახლეობა აქციის
გამართვას აანონსებს.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში სასულიერო პირები "მაკდონალდსის" მშენებლობას
აპროტესტებენ
გია თევდორაძე ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობაზე – ეს არის
უზნეობის გამოვლენა
გოგი
წულაია: "მაკდონალდსის" სახით ქუთაისში კიდევ ერთი სიმახინჯე
გვექნება
ქუთაისში
"მაკდონალდსის" მშენებლობის გამო 112 გამოიძახეს
ქუთაისელები ცენტრალური მოედნიდან ე.წ ქუჩის საათის გადატანაზე –
გამოკითხვა (ვიდეო)
ქუთაისის მერიას "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი ჯერ არ
განუხილავს
მასალის გამოყენების პირობები