ლია ხარაბაძე ქუთაისელი ჟურნალისტია. იგი ქუთაისელ მკითხველსა თუ
მაყურებელს სამხედრო ფარაჯაში ახსოვთ - რეპორტაჟებით აფხაზეთიდან,
ძლიერი და უშიშარი. სოციალურ ქსელში ლიამ პატარა ჩანახატი გამოაქვეყნა
და ნოსტალგია გამოთქვა, რომ დღეს მას ტელე-სიუჟეტის მომზადების
შესაძლებლობა არ აქვს…
"ქუთაისიპოსტი" მის ამ სათქმელს აუდიტორიას აწვდის.