უსმენ ათასს სიმღერას ქუთაისზე შექმნილს და ვერც "ქუჩები
გაქვს სავსე მუდამ გოგონებით ბიჭუნებით" გიცოცხლებს ქუთაისს და
ვერც "გეფერება ნათესავად გამხდარი"…
ქუთაისის ხსენებაზე თქვენს წარმოსახვაში უცაბედად რა ამოტივტივდება
ხოლმე?
თეთრი ხიდი? რიონი?
ვის არ გქონიათ პაემანი თეთრ ხიდზე? ან არ გაგისეირნებიათ
შეყვარებულთან ერთად? არ მითხრათ, იქიდან რიონში არ
გადაგიხედავთ, ან თეთრი ქვები არ მოგისაკლისებიათ… წყალტუბოდან
მონაბერი ქარი?
გალაკტიონი? ბაგრატი?
მე თუ მეტყვი, ეს ჩამოთვლილი საკმარისია ქუთაისში რომ გადაგაფრინოს
ფიქრებით.
არადა, უსმენ ათასს სიმღერას ქუთაისზე შექმნილს და ვერც "ქუჩები
გაქვს სავსე მუდამ გოგონებით ბიჭუნებით" გიცოცხლებს ქუთაისს და
ვერც "გეფერება ნათესავად გამხდარი"…
ლამაზი გოგონები და ბიჭუნები თბილისში უნდა ნახო, თუ ნახავ - სავსეა
ქუჩები ლიკა ქავჟარაძეებით… ქუთაისის ქუჩები კი ცარიელია… ისე როგორც
ქალაქი, ნახევარი ქუთაისი თესალონიკშია "გადატანილი" და დანარჩენი
ნახევარი მიმოდებული მსოფლიოს…
ბათუმიც ხომ შეიძლება მოგეფეროს - ნათესავად გამხდარს…
ამ სიმღერებს, - არაფერი აქვს საერთო ქუთაისთან…
თან, დავითმა მკლავი გელათსა თუ ქუთაისში კი არა, მარტვილში
გაიმამაცურა…
"ხალხი ასე ბედნიერი" კი არა, უბედურია - როდის იმღერეს ბოლოს ჩიხში
დატოვებულ ქალაქში, არავის ახსოვს.
ჩემი ქვეყნის გემრიელი ლაზათი კი, ქუთაისი 1918-ში იყო, თუ იყო…
დედაბუდიანად რომ ადგა ინტელიგენცია, ეს ნაღები, განათლებული ხალხი და
სისხლი გადაუსხა თბილისს, - ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად
და გასომხებისგან გადასარჩენად.
თუმცა ამაზე სხვა დროს…
1980-იანი წლების გაზეთ "ქუთაისში" რუბრიკაში "მაიაკოვსკის პრემიის
ლაურეატები" ავტორის სურათთან ერთად დაიბეჭდა მაშინ ახალგაზრდა პოეტის
ლაშა ნადარეიშვილის ერთი ლექსი, სულ სამად-სამი სტროფი…
ლექსი ქუთაისზეა, და ავტორი კი არ მიედ-მოედება ათას სისულელეს,
როგორც ზოგიერთ ქუთაისზე შექმნილ ჰიმნებშია. არა! პირდაპირ უყვება
თავის სათქმელს ქალაქს - სიყვარულს უხსნის.
ქუთაისო, ჩემთვის გალაკტიონი ხარო;
ისე მიმეჩქარება თეთრ ხიდთანო, რიონიც კი ვერ დამასწრებს
მისვლასო;
რომ ჩამობინდდება, ბაგრატის გუმბათში ჩამოსული ვარსკვლავეთი
მინდებაო.
იყო ასე, სანამ გუმბათს დაახურავდნენ ბაგრატს, ღამის ლოცვაზე რომ
იდექი ტაძარში, ისეთი მოჭედილი იყო ცა ვარსკვლავებით და ისე
ხელისგაწვდენაზე თითოეული ვარსკვლავი რომ, კარგად რომ
დაკვირვებულიყავი, შეიძლება ქრისტე-ღმერთიც კი დაგენახა.
აი, ეს არის უბრალოება, რომელიც უხდება სიყვარულს და განსაკუთრებით
ისეთი ქალაქის სიყვარულს, როგორიც ქუ-თა-ი-სი-ა!
"ქუჩა-ქუჩა ქუთაისო -
ჩემო გალაკტიონო...
დღეს თეთრ ხიდთან პაემანზე
ვერ დამასწრებ, რიონო!
წყალტუბოდან მონაბერო
ჩემო ქარო ოცნების.
მაპატიე, თუ სიყვარულს,
მაჯობებენ მგოსნები.
და ბაგრატო, დაიხსომე,
როცა შემობინდდება,
შენს გუმბათში ჩამოსული
ვარსკვლავეთი მინდება."
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები