ბლოგები
დაკარგული ლექსი ნაპოვნია!
FaceBook
"ამოვისუნთქავ მე თავისუფლად, როს გავიხსენებ, რომ საქართველო არსებობს ქვეყნად!" - ევტუშენკოს ლექსს ამ სიტყვებით ათეული წელი ვეძებდი.

ამ ლექსის არსებობის შესახებ ჩემი უფროსი მეგობრისგან შევიტყვე ამ ათიოდე წლის წინ.

თურმე, 70-იან წლების მიწურულს, უნივერსიტეტის ეზოში, სტუდენტებს შორის ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა, ხელიდან ხელში გადადიოდა ეს ლექსი.

მას შემდეგ ვეძებდი. ავტორის თითქმის ყველა პოეტური კრებული მოვიძიე (პერიოდულ პრესაზე ხელი არ მიმიწვდებოდა).

არსად ჩანდა.

არადა, ვიცოდი მხოლოდ ბოლო ფრაზა, რომელიც სხვადასხვა წერილებში მხვდებოდა ევტუშენკოს ფრაზად, მაგრამ ორიგინალი, სრული ლექსი აღარსად ჩანდა.

როგორც იქნა, ვიპოვე! უკვე თამამად შემეძლო თავად ავტორისთვის, ევგენი ევტუშენკოსთვის მეკითხა:

- ისევ ასე ფიქრობს?

თუმცა დავაგვიანე! რუსი პოეტი და მწერალი ევგენი ევტუშენკო 2017 წლის 1 აპრილს შეერთებულ შტატებში, ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში გარდაიცვალა.

Пропущено слово Грузия.
В среде, где скупость нелюдская,
Где дружба вымерла мужская,
Где скучно пьешь и скучно ешь,
Где так безнежно и безхашно,
Где и застолье рукопашно,
Где и от вежливости страшно,
И от невежливых невеж,
В среде, где нет красивых тостов,
А столько склочных перехлестов,
Где и у женщин крысьи рты,
Где всем на шею напросилась
Самодовольства некрасивость,
С надменным видом красоты,
Ходя по коридорам важным,
Где пахнет лживым и продажным,
Хоть зажимай рукою нос,
Или по улицам колючим,
Где будет злобный взгляд получен,
На самый простенький вопрос,
В автобусах, где все взаимно,
Так смотрят негостеприимно,
Что могут вместе с шапкой съесть,
Попавший словно в костеломню,
Вздохну легко, когда я вспомню,
Что Грузия на свете есть!

იმ გარემოში, სად სიძუნწეა არაკაცური,
სად მეგობრობა არ არსებობს მამაკაცური,
სად მოსაწყენი ჭამა და სმაა,
სადაც ლხინიც კი
ხელჩართულ ბრძოლად არის ქცეული,
სად არ არსებობს სადღეგრძელო
ლამაზად თქმული,
სად ამდენია ჩახლართული
შური და შარი
და ყველა დროში ძებნა არის
აქ დამნაშავის,
თვით ზრდილობასაც შესცქერი შიშით,
სადაც ქალებსაც პირი აქვთ ვირთხის,
ნაცნობ-უცნობი სად არ გენდობა -
გაგირბის, გიფრთხის,
სად სილამაზის ნიღაბის სახით
გამეფებულა კმაყოფილების ულამაზობა
და ცდილობს ამით გულის დაპყრობას,
სად დერეფნებში, მედიდურნში,
სუნთქავ სიცრუეს...
ხედავ, რომ ფულზე იცვლება
ყოველი გრძნობა
და აღარ გინდა ამ ჰაერით
სუნთქვა და თრობა...
ცხვირზე ხელს იჭერ, იკავებ სუნთქვას,
იკავებ სუნთქვას!
სადაც ქუჩებში, ეკლიანში,
დასმულ კითხვაზე,
მარტივ კითხვაზეც
შენ ვერ აცდები ავ გამოხედვას,
და ავტობუსში, სადაც ერთმანეთს
უცქერენ მტრულად -
მზად არიან, რომ ქუდიანად
ჩაგყლაპონ ძმურად
და მოხვედრილი ამ ძვალთსამტვრევში
ამოვისუნთქავ მე თავისუფლად,
როს გავიხსენებ,
რომ საქართველო არსებობს ქვეყნად!
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.