დაწერ და ჰემინგუეი აგიწევს ყურს, ან სულაც სელინჯერი, იცი რას
მიზამს?
- ყველაზე ცივ ზამთარში, უკუნ სიბნელეში, ცენტრალურ პარკში დამაბამს,
ახლა რომ მაინც გაიგოს რა ემართებათ კვატებს.
შეიძლება ამერიკაში ცხოვრობდე და არ იცოდე ბოსტონელი კვატების
სახელები?
თანაც თანმიმდევრობით და გამოთქმით, აი ასე: ჯეკ, კეკ, ლაკ, მაკ, ნეკ,
ოუკ, პეკ და ქუაკ...
ედგარ ალან პო? ყოველი წლის 18 იანვარს, ბოსტონში გელოდება,
საკრალურად რომ გაჩნდეს მის საფლავზე "მარტელის" კონიაკი და სამი
ვარდი - მისთვის, ვირჯინიასათვის და დედისთვის.
ამერიკაზე არ უნდა დაწერო,
იგი უნდა გიყვარდეს!
იცოდე ლეგენდები პატარა ჩეროკ გოგონა ნაკალულაზე, უსიყვარულოდ
გათხოვებას ჩანჩქერი რომ ამჯობინა;
ან ფიქრებით წარმოიდგინო როგორ გაბრახუნდებოდი 1912 წელს გაყინულ
ნიაგარაზე;
ან იმავე წლის აპრილში როგორ შეგეშინდებოდა და გეტკინებოდა
"ტიტანიკზე" დაღუპული შენი თანამოძმე ქართველები;
სოლომონ პატარაია ჩამოსულა გურიიდან ჰოლივუდს და გაუკვირვებია ამერიკა
ერთნაირად ჯირითობით და ჩიჩილაკით, ამ ბუჩურტოტა სასწაულით;
როგორი ამაყი ხარ, რომ ხარ სულ რაღაც 56 კილოგრამის წონის, და
ქვეყნისთვის, ამოდენა ამერიკისთვის მხრებით, საჩუქრად ჩამოგაქვს
ბალეტი - ბალანჩინის ბალეტი.
ან კი, ზიხარ, სამი თვის განმავლობაში მზერას არ აწყვიტავ, აკვირდები
ვაშინგტონის სკამზე ამოტვიფრულ მზეს და ვერ გაგირკვევია - ჩამავალია
თუ ამომავალი, და იმ 4 ივლისს, აღმოაჩენ, რომ ამომავალი ყოფილა და
მზის სხივებს მოყვები შენ - ამერიკა!
ამერიკაზე არ უნდა დაწერო, არა!
მასალის გამოყენების პირობები