პრეზიდენტ ტრამპმა ამერიკელთა ყურადღება ოვალურ ოფისში შესვლისთანავე
მიიპყრო. იყო ინტერესი და ვერსიათა ზღვა, თუ როგორ დათმობდა მოოქროვილ
პენთ-ჰაუსს მანჰეტენზე და სასახლეს პალმ ბიჩზე, ფლორიდაში.
გამართლდა თავდაპირველი განაჩენი, რომ ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი,
რომელიც მრავალი თავისებურებითაა გამორჩეული, თავის კვალს დატოვებდა
1600 პენსილვანია ავენიუზეც.
ასეც მოხდა. ყველაფერი ხელმოუკიდებლად კი არ დატოვა თეთრ სახლში...
იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ უყვარს ტრამპს ოქრო (თუ ოქროსფერი),
ხუთიოდ საათში საინაუგურაციო ფიცის დადებიდან, პირველი ბრძანება რაც
გაიცა, იყო - ჩამოეხსნათ წითელი ფარდები ოვალური ოფისიდან და მის
ნაცვლად ოქროსფერი ფარდები დაეკიდათ.
ყველამ იცის, როცა ტრამპი სადილსა და ვახშამს შორის სუსნაობს, მისი
საყვარელი "გასართობია" ლეისის კარტოფილის ჩიპსები. "ნიუ-იორკ
თაიმსის" ინფორმაციით ეს კლასიკური მარილიანი სასუსნავი მის პირად
თვითმფრინავშიც მრავლად მოიპოვებოდა. ამიტომ, გასაკვირი არ ყოფილა
ჟურნალისტთა პროგნოზები, რომ თეთრ სახლში ეს "მარილიანი ცვლილება"
მოხდებოდა ბარაქ ობამასა და ჯორჯ ბუშის ჯანსაღი კვებ-რეჟიმის
შემდეგ.
უკვე ფიქრობენ, რომ ნიახურის ჩხირებიც დაამატონ, იმ ცვლილებებზე
საპასუხოდ, რომ მას უკვე უფრო მეტის გავლა შეიძლება მოუწიოს ფეხით.
ტრამპი გაკვირვებული დარჩენილა, როცა გაიგო რამდენის გავლა მოუწევს
შეხვედრებისათვის ოთახებსა და დარბაზებში. აქამდე, ტრამპის კოშკში,
მანჰეტენზე, ტრამპი მხოლოდ ლიფტით გადაადგილდებოდა, როცა 58-ე
სართულიდან (სადაც ცხოვრობდა), კუთხის ოფისში ჩამოდიოდა 26-ე
სართულზე.
სიფიცხის და კრიტიკის ბუღი დააყენა პრეზიდენტმა ტრამპმა თითქმის ყველა
ინტერვიუში მას შემდეგ, რაც "თაიმსმა" დაწერა, რომ ტრამპმა მისი
სამუშაო ოთახიდან რასიზმის წინააღმდეგობის ლიდერის, მარტინ ლუთერ კინგ
უმცროსის ბიუსტი გააქრო.
არა, ბიუსტი ისევ იქ არის, ხელი არც უხლიათ, ისაა რომ მას კომპანიონი
გაუჩნდა - უინსტონ ჩერჩილის ბიუსტის სახით.
პრეზიდენტმა ობამამ ერთხელ განაცხადა, აქ იმდენი მაგიდებია
ბიუსტებისთვის, რომ შეგიძლია დიდი ალიაქოთი წარმოშვაო.
ბიუსტი არა, მაგრამ ერთ-ერთი, რაც ტრამპმა გააგდო ოვალური ოფისიდან,
ეს უზარმაზარი მრგვალი ხალიჩაა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები,
ყოფილი პირველი ლედის, ლორა ბუშის დიზაინით შექმნილით ჩაანაცვლა.
ეს ხალიჩა, - ამბობს პრეზიდენტი ტრამპი, - უფრო მეტ ოპტიმისტურ
შთაბეჭდილებას ასხივებს და გიტოვებს.
მას შემდეგ რაც პრეზიდენტს ხელოვნური ნიმუშების ჩამონათვალი
წააკითხეს, მან ამერიკის მეშვიდე პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის
პორტრეტი ამოირჩია და დაკიდა თავის სამუშაო ოთახში. ამან უცაბედი
პარალელები გაავლებია პრესას, - ჯექსონიც ხომ პირველი პოპულისტი
პრეზიდენტი იყო, რასაც ხშირად ამბობენ ტრამპის შესახებაც.
პრეზიდენტ ტრამპმა აგრეთვე გარეთ გააგდო ნაცრისფერი სავარძლები და
მდიდრული რბილი ავეჯი შეიტანა.
მილიარდერი პრეზიდენტის მოწონება და განცვიფრება დაიმსახურა
ტელეფონებმაც.
"ეს ტელეფონები ყველაზე მშვენიერია, რაც კი ოდესმე გამომიყენებია ჩემს
სიცოცხლეში" - უთხრა "თაიმსს". მსოფლიოში ყველაზე მეტად დაცული ამ
ტელეფონების მიუხედავად, პრეზიდენტი ისევ იყენებს დაუცველ ანდროიდის
მობილურს, ტვიტერის პოსტებსაც ამ ტელეფონით თავად აქვეყნებს.
ტრამპი შეიძლება არ განცვიფრებულა ობამას დროინდელი თეთრი სახლის
დეკორაციით, მაგრამ ერთადერთი, რაც უსიტყვოდ დაიტოვა, ორნამენტიანი,
ანტიკური და ყველაზე მეტი პრეზიდენტის მიერ ნახმარი მაგიდაა.
ობამა, ბუში, ბილ კლინტონი, რონალდ რეიგანი და ჯონ კენედი - ყველანი
ამ მაგიდას უსხდნენ და არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ტრამპიც ამ მაგიდას
აირჩევდა, - პრეზიდენტ რეიგანთან იდეური კავშირის გამო.
მასალა მომზადებულია ამერიკულ პრესაზე
დაყრდნობით
მასალის გამოყენების პირობები