ბლოგები
რა შეიძლება იყოს ზომბი აპოკალიფსზე უარესი?!
FaceBook
თუკი ერთ დღეს გაიღვიძე დედამიწა თვალში გეპატარავა დ ა მიხვდი, რომ  ცხოვრება ამაოა და ვერაფერ საინტერესოს გთავაზობს, ნუგეშის საძებნელად შორს არ წახვიდე. იფიქრე, რომ შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო და რეალობა იმაზე აუტანელი გამხდარიყო რაც ამ წუთში შენს გარშემოა.

მაგალითად, წარმოიდგინე მარსზე რომ დაბადებულიყავი, სადაც ყველა ფანჯრიდან ერთნაირი წითელი უდაბნო გადაიშლებოდა, გრავიტაცია სხვანირად იმუშავებდა და სახლიდან გასული სად აღმოჩნდებოდი კაცმა არ იცის, თან ეს დაუსრულებელი მარსიანული ქარიშხლები ტვინს გაგიბურღავდა, დეპრესია მაშინ გენახა?! შეიძლება დედამიწაზე შენი ფანჯრიდან ხედს რომელიმე უკანონო მშენებლობა ფარავს, მაგრამ ის მაინც იცი, რომ სადღაც ლამაზი პეიზაჟები ჯერ კიდევ არსებობს. 

თუმცა ერთ დღეს შეიძლება ესეც გაქრეს, ბუნებრივი კატასტროფა მოხდეს, მზემ ყველაფერი გადაწვას, ქალაქები გააუდაბუროს, ზღვები და მდინარეები დააშროს და საქმე იქამდე მივიდეს ერთი ბოთლი წყალიღა დაგრჩეს. ყურებს ნუ ჩამოყრი. ცუდად კი ხარ, მაგრამ  მთელი შენი უბედურების მიუხედავად, გიხაროდეს, რადგან შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო ღარიბაშვილი, მდინარაძე ან თალაკვაძე ყოფილიყავი. ამის ფიქრი ძალიან განუგეშებს და ისეთ ძალებს შეგმატებს, რომ შეიძლება სადმე გადარჩენილი ჭაც იპოვო. 

რომელიღაც წელს თუკი ზომბი აპოკალიფსი დადგა, ვერც ერთ დასახლებულ ადგილს ვერ ეკარები, ტყე-ღრეში სიარული, ნანადირევის ჭამა და წვიმის წყლის მომარაგება გიწევს რომ გადარჩე, ცას ახედე და ვარსკვლავებს  ბედნიერად გაუღიმე, რადგან შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო შენს ცხოვრებაში და  ივანიშვილი ყოფილიყავი. ამის წარმოდგენაზე ზომბები ვიქტორია სეკრეტის მოდელებად მოგეჩვენება. 

თუკი რომელიღაც ათასწლეულში პანდემიამ ის რეალობა გააჩინა, რაც The Last of Us- შია, სოკოთი გამოწვეულმა ინფექციამ ნახევარი დედამიწა გადააგვარა და გაჟლიტა. შენც ბევრი იბრძოლე, იწვალე, იმალე, მაგრამ "სოკომ" მაინც მოგაგნო და გიკბინა, შეგიძლია მშვიდად იყო იმათზე უარესად  მაინც არ გადაიქცევი, ვინც "რუსული კანონი" დააინიციირა.

თუკი ფეხბურთელი ხარ და ისე წაგივიდა საქმე, რომ ყველა ბურთი საკუთარ კარში გაიტანე, შეგიძლია თავი ამაყად ასწიო, თბილისის მერობაზე მაინც არ გიყრია კენჭი და არც ჭავჭავაძის გამზირის და მეტრო „გოცირიძის“ რეაბილიტაცია ჩაგიტარებია.  

თუკი რომელიღაც გზააბნეული კომეტა დედამიწას უახლოვდება და 3 საათსა და 43 წუთში ატმოსფეროში შემოვა. შენ ამ დროს არაფერი გახსენდება, რითაც თავს ინუგეშებდი. შეეშვი ამ უსამართლო ფიქრებს. მთელი შენი ხელმოცარულობის მიუხედავად, ყირაზე გადადი და ქუდი ჭერს ჰკარი, ბედნიერი შეგრძნებით შეგიძლია ბოლო საათები გაატარო, რადგან შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო და   "ოცნების" ტროლად  გემუშავა, ან  იმ დროს, როდესაც "რუსულ კანონს" იღებდნენ გაჩუმებული ყოფილიყავი. რადგან ეს არ დაგემართა ცინგლიან კომეტასაც რამენაირად გადაიტან.

ერთ დღეს გაიღვიძე და ხოჭო ხარ, მაგრამ საცეცებს ნუ დაიგლეჯ ამის გამო, ნეხვის ხოჭო კი ხარ, მაგრამ  რამიშვილი ხომ  მაინც არა?! 

მაგრამ თუკი აღმოაჩინე რომ კობახიძე ხარ... ვერაფრით განუგეშებ ამაზე უარესი შეუძლებელია მომხდარიყო. 

მოკლედ საშველი ყოველთვის გამოინახება ან უმეტეს შემთხვევაში გამოინახება. მთავარია ისტორიის სწორ მხარეს იდგე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.