თურქეთში დატრიალებული საშინელი
მიწისძვრის ფონზე, ჩვენს ყურადღებას იპყრობს, თუ როდიდან და რატომ აშენებენ ამერიკაში საცხოვრებელ სახლებს
ხის მასალით.
პირველი, რასაც შეერთებულ შტატებში ჩამოსული
ადამიანი თვალშესამჩნევად აღმოაჩენს, ეს ხის
ჩარჩოებით შეკრული სახლებია. მანჰეტენზე
დღესაც არის შემორჩენილი მე-17 საუკუნის
შენობა-ნაგებობები,
თუმცა მე-19 საუკუნიდან სამშენებლო
ინდუსტრიაში საცხოვრებელი სახლები უმეტესად ხის ჩარჩოებით
შენდება.
ჰოლუვუდშიც, ბევერლი ჰილში სეირნობისას
აღმოაჩენთ, რომ მილიონერთა სახლებიც
კი, სულ ხით ნაშენებია.
რატომ ირჩევენ ამერიკელები სახლის ასაშენებლად ხეს? მათ ღირსშესანიშნავი მახასიათებელი ხომ მისი ლამაზი
დიზაინი და სიმარტივეა.
ვეცდები, ამ კითხვას ნაბიჯ-ნაბიჯ ვუპასუხო.
ამერიკაში არის დიდი ტყეები, გამორჩეული
უხვად რბილი ხით, სადაც ხშირად ხდება ამ
ხეების ჭრის პროცესი. ამ მიზეზით, ძალიან ადვილია ხის მოპოვება და
ტრანსპორტირებაც. ამას ემატება
ის, რომ ხის შეკეთება, მუშაობა და განთავსება კიდევ უფრო ადვილია.
მეტიც, ამის მიზეზი უფრო ადრიან საუკუნეშიც
მოიძებნება. მე-17
საუკუნის დასაწყისში, როცა
ევროპელები, განსაკუთრებით ბრიტანელები
ჩამოვიდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში, გაჩნდა
მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების აშენებისა მოკლე დროში. პოპულაციის მზარდი ტემპი მოითხოვდა
სისწრაფეს, ვიდრე ეს ცემენტისა და აგურის
სახლების აშენებას დასჭირდებოდათ. მაშინ ხის
სახლების მშენებლობა დაიწყო, როგორც სახლების
სწრაფად აშენების აუცილებლობა, მაგრამ
საბოლოოდ იდენტობის ნიშანი გახდა ამერიკელებისთვის.
ქვეყანაში არსებობს მრავალი კვლევა, რომელიც
მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკელებს აქვთ
ყველაზე მაღალი მობილობის მაჩვენებელი მსოფლიოში. მათ შეუძლიათ სიცოცხლეში მინიმუმ ხუთჯერ შეიცვალონ
საცხოვრებელი ადგილი, - გადაადგილდნენ
სასწავლებლის, სამსახურის
მოთხოვნისამებრ. ისინი არ ეჯაჭვებიან
მშობლიურ ქალაქს ისე, როგორც
ქართველებმა, განსაკუთრებით
ქუთაისელებმა, საკუთარ ქალაქზე
შეყვარებულებმა, ვიცით. ამიტომ, ქვეყანაში არსებული
მაღალი მობილურობა ბაზარზე იაფი სახლის სწრაფად მშენებლობის მოთხოვნას
ზრდის.
ამის გარდა, როცა სახლების მშენებლობა
ხით, ანუ ადგილობრივი მასალით
დაიწყეს, ეს ფედერალურმა მთავრობამაც
წაახალისა შტატების მიხედვით: იმისდა
მიხედვით, თუ რა შტატშია აშენებული
სახლი, ხის სახლებზე მიწის გადასახადები
შეიძლება იყოს გაცილებით დაბალი, ვიდრე
ცემენტითა და აგურით აშენებულ სახლებზე.
მახსენდება, შეერთებული შტატების
არქივებში, საუკუნის წინანდელ გაზეთების
თვალიერებისას მინახავს რეკლამები, რომ
კომპანიები ადრე ყიდდნენ პაკეტ-კომპლექტებს, ანუ სამშენებლო
ნაკრებს. თუ ოდნავ გამოცდილი ან ხელმარჯვე
იყავი, შეგეძლო საკუთარი ხის სახლი თავად
აგეშენებინა. ეს კომპლექტები მოიცავდა
ყველაფერს, რაც გჭირდებოდათ, რათა რამდენიმე თვეში აგეშენებინათ სახლი - ძალიან დაბალ ფასად.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკული
სახლები ხისგან არის აგებული, მისი
ენერგოეფექტურობაა, მათი შესანიშნავი
თბო-იზოლატორობა.
ცნობილია, რომ ხის პროდუქტებს აქვთ დაბალი
ენერგიის ენერგია და იზოლირებენ სითბოს სიცივისგან. ამ მიზეზის გამო, ხისგან
დამზადებული შენობები, როგორც
წესი, საკმაოდ თბილი რჩება ყველაზე ცივ
პერიოდშიც კი. ეს მათ საკმაოდ ენერგოეფექტურს
ხდის სხვა მასალებით აშენებულ სახლებთან შედარებით. ცნობილია ისიც, რომ ხე ადვილად
შთანთქავს ტენიანობას.
მაგრამ, მივედით მთავარ მიზეზთან
- უსაფრთხოებასთან.
ეს ხომ ფაქტია, რომ აგურისგან
განსხვავებით, ხე არის მოქნილი
მასალა, რომელსაც შეუძლია გაუძლოს დაბალი
ინტენსივობის მიწისძვრებს ან მსუბუქ ტორნადოებს. არა მარტო გაუძლოს, ნგრევის
შემთხვევაში ფატალური შედეგის გარეშეც გადაურჩე, ან ადვილად შეძლოს მაშველებმა შენი
ამოყვანა. სიმძიმის ძალა აქ ზოგჯერ
50-ჯერ ნაკლებია,
ვიდრე აგურის სახლებში.
გარდა ამისა, ხის სახლებშიც კი, ყველგან გათვალისწინებულია სახელმწიფო მოთხოვნის
კოდი, სადაც უმეტესად 90-წუთ ცეცხლზე გამძლე კარია დაკიდებული, თიხის აგურის ან ბლოკის სარდაფები და ცეცხლგამძლე
ფილაქანებია სადარბაზოებში.
თუ სტატისტიკურ მონაცემებს შევხედავთ, 1900
წლიდან შეერთებულმა შტატებმა გაუძლო 15-ზე
მეტ 7 მაგნიტუდის და ერთ 8.0 მაგნიტუდის მიწისძვრას. ხოლო
გრიგალის მხრივ უფრო მძაფრი სურათია, -
საშუალოდ წელიწადში 800 ტორნადო
ფიქსირდება, აქედან 150-ზე მეტი ტეხასის შტატზე მოდის, ხოლო 90-ზე მეტი
კანზასზე.
როცა ამერიკის კონსტიტუციის ღერძია ადამიანია, ამიტომ არ გვიკვირს, რომ
მათივე უსაფრთხოებისათვის შეერთებული შტატები ხის სახლებს ამჯობინებს
- სიცოცხლის გადასარჩენად.
მასალის გამოყენების პირობები