ბლოგები
„ეს ამბავი ზღაპრულ საოცრებათაც შემიძლია ჩავთვალო“ - იღბლად გადარჩენილი სიცოცხლე
FaceBook

მკითხველის წერილი - პირველად გადახდილი საჯარო მადლობა რვა წლის წინ გადარჩენილი სიცოცხლის სანაცვლოდ


***


"ზღაპრის სიუჟეტებში ერთი ფილმ-ზღაპარი „გოგონა ასანთით“ მახსენდება, სადაც ბოლო ერთი ცალი ასანთის ღეროს დაწვის შემდეგ ბავშვი სიცივისგან იყინება.

მახსენდება ერთი უცნაური ხალხური ზღაპარიც, სადაც დედას პურის ცხობისას ფიჩხი უთავდება თონეში და ჯერ ერთ შვილს აგდებს შეშის ნაცვლად, მერე მეორეს, მესამეს და მეოთხესაც რომ მიადგება, ნახავს, რომ პური უკვე გამოცხვა და დედა ბედნიერია. მართალი გითხრათ, ამ სიუჟეტით დღემდე სახტად ვარ დარჩენილი.. ამ ზღაპრებისგან განსხვავებით, სხვებში ჩვეულებისამებრ ფასკუნჯები, გველეშაპები, დევები, მფრინავი ხალიჩები, სხვა ათაიათასი წლის წინ გამოგონილი პერსონაჟები და გასულიერებული სტიქიური მოვლენებიც კი მარცხდებიან კეთილი უფლისწულების, მზეთუნახავებისა თუ უბრალოდ სიკეთის წინაშე.

ეს ამბავიც, რომელიც ახლა უნდა მოგითხროთ, კეთილ ზღაპარს ჰგავს. მისი პერსონაჟები რეალურია, საკუთრი ყურით გაგონილი და არაფერი გამოგონილი. გიყვებით ისტორიას, როგორ იხსნა მგლებისგან და გარდაუვალი სივდილისგან ცაგერის რაიონში (სოფელ ტვიშთან) სრულიად უცნობმა ადამიანმა 12 წლის გოგონა.

თეა ბურჯალიანი ახლაც ცაგერში ცხოვრობს, დღეს მას აქვს პროფესია, სამსახური. დღემდე ვერ მიმხვდარა, რა ძალამ იხსნა სიკვდილისაგან და როგორ იხსნა სულიად უცნობმა ადამიანმა ამ განსაცდელისგან.

„ეს შემთხვევა 2012 წლის 21 დეკემბერს მოხდა. სახლში მივდიოდით მე და მამა ტვიშიდან, მისი მეგობრის ავტობუსით. გზაზე უცებ ჩამობნელდა, ავტობუსი ჯებირს დაეტაკა და 30 მეტრიდან გადავარდა, საღამო იყო, უკვე ბნელოდა - დაახლოებით 7 საათი. როგორღაც მოვედი გონს და დავინახე, რომ მამაჩემი და მისი მეგობარი უკვე გარდაცვლილები იყვნენ. არ ვიცი როგორ ამოვბობღდი ოდნავ ზემოთ და მაშინვე გონი დავკარგე. დილის 8 საათზე ძლივს გვიპოვეს, სიცივეში, მთელი 11 საათის მანძილზე ვიყავი გაჩხერილი ხეებს შორის. ხალხი ზემოდან ხედავდა მანქანას, უზარმაზარ კლდეზე გადაჩეხილს, გარდაცვლილ ადამიანებს. მეც ყველას მკვდარი ვეგონე. იმდენად ღრმა იყო ხევი, რომ ჩამოსვლას ვერავინ ბედავდა, თავისუფლად შეიძლებოდა ადამიანი გადაჩეხილიყო - ციცაბო კლდეა, ამიტომ ტექნიკას ელოდებოდნენ. ჩემი სიცოცხლე კი წამებზე ეკიდა. ჩემს ბედად, სრულიად უცნობ ადამიანს, შემთხვევით გამოუვლია, ამბავის მოკითხვის შემდეგ მაშინვე ჩამოსულა ხევში და ხეებს შორის ვუპოვივარ ცოცხალ-მკვდარი. არ ვიცი როგორ, მაგრამ მან იქვე მომიყვანა გონს. ამ კაცის მიმართ სიცოცხლით ვარ ვალში. მერე გავიგე რომ ეს კაცი გიგა ყიფიანი იყო, რომ არა მისი გამბედაობა, მეც მამაჩემთან ერთად, დამმარხავდნენ. ეს ამბავი უფრო ერთ საოცარ ზღაპრად შემიძლია ჩავთვალო. არასოდეს მითქვამს სადმე და ახლა მინდა ხმამაღლა მადლობა გადავუხადო,“ - ამბობს თეა ბურჯალიანი.

გრიგოლ (გიგა) ყიფიანი ამჟამად ამბროლაურის პოლიციაში გამომძიებელია. ამ შემთხვევის შესახებ ამბობს მხოლოდ იმას, რომ ბავშვი რომ არ გადერჩინა საკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებდა.

ახლა კი თეა მის ცხოვრებას ზღაპარს ადარებს, სადაც სიკეთე აუცილებლად იმარჯვებს ბოროტებაზე.

ზღაპარს რომ მოვშორდეთ და ვირტუალურ რეალობაში შევიხედოთ, „google“- ის საძიებო სისტემაში სიტყვები „სიცოცხლე იხსნა“, მსგავსს ისტორიებს ქართულ ენაზე ბევს წააწყდებით, - მეტი წილი მაინც ადამიანების მიერ ცხოველების გადარჩენის ფაქტებია, ვიდრე ადამიანის თავგანწირვის ისტორიები. თუმცა გვახსოვს ცნობილი ფაქტებიც: 1962 წელს როცა რიო-დე-ჟანეიროში საერთაშორისო სიმპოზიუმზე ქართველი გინეკოლოგის იოსებ ჟორდანიას თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. მაშველი რგოლები მხოლოდ მგზავრების ნაწილს შეხვდა. მაშინ ჟორდანიამ თავისი მაშველი რგოლი უბილეთო მგზავრ გოგონას დაუთმო და გადაარჩინა იგი, თვითონ კი დაიღუპა. რამდენიმე წლის წინ მედია წერდა, სასულიერო პირზე მამა ილია კარტოზიაზეც, რომელმაც ქალს პატარა ბავშვით სამაშველო გემზე თავისი ადგილი დაუთმო, როცა გემზე ხანძარი გაჩნდა, თვითონ კი დაიღუპა. ცნობლი ფაქტია, ფეხბურთელმა ჯაბა ჯანკავამ როგორ იხსნა საფეხბურთო მოედანზე მეტოქე დინამოელი ოლეგ გუსიევი სიკვდილისგან, როცა გუსიევს სხვა ფეხბურთელის ფეხი თავი არეში მოხვდა და იქვე დაკარგა გონი. კანკავამ ექიმების მოხვლამდე წამებში უშველა კოლეგას.

ამ ისტორიებში მთავარი თავგანწირვაა სხვისი (თუნდაც სრულიად უცნობი ადამიანის ) სიცოცხლის გადასარჩენად, რომელსაც ადამიანები არა მხოლოდ ზღაპრებში, რეალურ ცხვორებაში, ჩვენს ირგვლივაც ასე უშურველად იღებენ".


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.