ბლოგები
კარავი თეთრი სახლის წინ - 35 წელიწადი
FaceBook

დღევანდელ ბლოგში მე მოგიყვებით იმ გზაზე, ამერიკას რომ ბეწვის ხიდზე გავლასავით უწევს - სიტყვის თავისუფლებაზე - სად სცილდება ადამიანის კონსტიტუციური სიტყვის თავისუფლება არასახელმწიფოებრივ მოწოდებებს.




ეს ქალბატონი სურათიდან, კონფესიონ პიჩიოტოა. 35 წელიწადი, 12 775 დღე და ამდენივე ღამე, მას სახლში არ უძინია.

 

1981 წლის 1 აგვისტოდან მოყოლებული გარდაცვალებამდე, იგი ლაფაეტეს პარკში, თეთრი სახლის პირდაპირ ათენ-აღამებდა. იგი ომებს აპროტესტებდა და მშვიდობისთვის ფხიზლობდა - პიჩიოტოს ხიროსიმასა და ნაგასაკის სურათები ჰქონდა გამოფენილი თეთრი სახლის წინ, რის გამოც ხშირად აპატიმრებდნენ, უმოწყალოდ სცემდნენ ამერიკის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები.

 

ადრე მას კარავი პირდაპირ თეთრი სახლის მთავარ შესასვლელთან ედგა, მაგრამ სამართალდამცავებმა მრავალი წამების, შევიწროებისა და დაპატიმრების შემდეგ აიძულეს, რომ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადაენაცვლა.

 

უფლება მისცეს გამოეფინა მხოლოდ ორი აბრა, რომელიც არ უნდა აღემატებოდა ექვს ფუტს სიმაღლეში. აუკრძალეს დაწოლა, საერთოდ, ამერიკაში ქუჩაში მწოლიარედ ყოფნა კანონით აკრძალულია, ამის გამო მას ეძინა მჯდომარეს, ყუთზე, მხოლოდ სამი საათი დღე-ღამეში.

 

ნორმალური სკამიც არ ჰქონდა, საპიკნიკე ყუთზე იჯდა, რადგან ამერიკაში კარავის ზომაც ლიმიტირებულია, მხოლოდ ერთ ადამიანზე უნდა იყოს მორგებული, ელექტრო-ენერგია ან აალებადი ნებისმიერი საშუალებაც აკრძალულია კარავში, სხვათაშორის. მჭრელი ნივთებიც და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის კითხვაც გეკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში.

 

განსაკუთრებით ზამთარში მიჭირს, იძულებული ვარ ვიარო შეუჩერებლივ წინ და უკან, რათა სასიკვდილოდ არ გავიყინო“- მეუბნებოდა იგი. პიჩიოტო გახლდათ სუსტი გარეგნობის. საუბრობდა მსუბუქი ესპანური აქცენტით. ყოველთვის თავზე ეხურა ფეხბურთელის მუზარადის ზომის ყავისფერი პარიკი, დაფარული კაშნით, რითაც თავს იცავდა გაყინვისაგან.

 

პიჩიოტო 1960 წელს ჩამოვიდა ესპანეთიდან. მუშაობდა გაეროსა და ესპანეთის საელჩოში. ცოლად გაჰყვა იტალიელ ბიზნესმენს, მაგრამ 20 თვის შემდეგ ქორწინება განქორწინებით დასრულდა. ქმარმა თან წაიყვანა მათი პატარა ქალიშვილი, რომელსაც მოჰყვა შვიდწლიანი ბრძოლა მეურვეობისათვის ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

 

იკვებებოდა მხოლოდ ყავით, ტკბილი ფუნთუშით და პურის ნამცეცებით. ხანდახან, მეგობრებს მოჰქონდათ მისთვის ყველი, ხილი და სენდვიჩები. მოიხმარდა მახლობელი ჰარდის რესტორნის საპირფარეშოს და შხაპს იღებდა უსახლკაროთა თავშესაფარში.

 

რისი თქმა მინდა მე ამ ქალისა თუ ამბის გახსენებით.

მისამართზე “1600 პენსილვანია ავენიუ ორი ადამიანი იყოფდა სახლს - შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პიჩიოტო.

 

როგორია, ვაშინგტონში, ყოველწლიურად თეთრი სახლის სანახავად ჩამოსულ 21 მილიონამდე ტურისტს თეთრი სახლის ღობიდან 25 მეტრში ხვდება ასეთი სურათი - კარავი და პროტესტი (და ეს ამ ქალბატონის გარდაცვალების მიუხედავად, დღესაც გრძელდება).

 

ამერიკამ, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება აღიარა 365 დღისა და 24 საათის განმავლობაში!!!

 

თქვა, რომ ამ ქალის სიფხიზლე მშვიდობისათვის, იყო მისი გამოხატვის უფლება, და მას ამის საშუალება უნდა მისცემოდა თუნდაც თეთრი სახლის წინ. მასპინძლებს ხშირად იცვლიდა თეთრი სახლი, ცდილობდნენ მოეცილებინათ ეს არასასიამოვნო კარავი თეთრი სახლის წინიდან, თუმცა კანონმა გასაგებად თქვა, იფხიზლო მშვიდობისათვის, ეს გამოხატვის თავისუფლებაა, გარანტირებული კონსტუტუციით.

 

თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ ფედერალური კანონი მაინც ჩარჩოში აქცევს ზოგიერთ დეტალს, - წყვეტს თუ რამდენი ფიტით უნდა იყოს მოშორებული პროტესტი ან ხალხთა შეკრების უფლება ასეთ ნაგებობებს, მათ შორის სასამართლოებს, მათი შეუფერხებელი მუშაობისათვის.

 

აგრეთვე თქვა, რომ სახელმწიფოს დამხობის მოწოდება არ არის სიტყვის თავისუფლება. და ის დასჯადია, რადგან შეერთებული შტატების ხელისუფლების შეცვლა შენ შეგიძლია მუდმივად - ოთხ წელიწადში ერთხელ პრეზიდენტის, ხშირად გამოკლებული თუ საყოველთაო სენატის თუ კონგრესის წევრის არჩევისას - შენ წყვიტავ ვინ მოვა უმრავლესობით სათათბირო ორგანოში და ვინ უხელმძღვანელებს კაბინეტს.

 

და ეს ხელსაწყო შენ უნდა გამოიყენო შენი არჩევნებზე მისვლით, ყოველთვის!

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.