ბლოგები
საკო და ვანზეტი - გაკვეთილი ამერიკის ისტორიიდან
FaceBook

ამერიკის ისტორიის ადრინდელი, წინა საუკუნის ფაქტებიდან, ერთ ფაქტზე მეფიქრება ხოლმე, - ხშირად.

 


უფრო სწორედ, ჩემს თავში ვერ გამირკვევია, კონკრეტულად რასთან გვქონდა საქმე - ადამიანის უფლებების დაცვასთან, სოლიდარობასთან თუ თანადგომასთან.

 


ერთი საუკუნის წინათ, უფრო ზუსტად 1920-ში, ამერიკაში მიდიოდა იტალიელი ემიგრანტების, ნიკოლა საკოსა და ბართლომეო ვანზეტი სასამართლო პროცესები.



1920
წლის აპრილში, 8 კვირით დააპატიმრეს ანარქისტი ანდრეა სალსედო. 3 მაისის დილით იგი გადმოვარდა ნიუ-იორკის სამართლის დეპარტამენტის შენობის მეთოთხმეტე სართულიდან.

 

საკომ და ვანზეტიმ, სხვა ამხანაგებთან ერთად, იმ წამსვე ამის გასაპროტესტებლად მოაწყვეს საჯარო შეხვედრა ბოსტონში. როდესაც მხარდამჭერების შეგროვებას შეუდგნენ, ისინი დაიჭირეს და დააპატიმრეს რადიკალური მოქმედებებისთვის“.

 

მალევე მათ ბრალი დასდეს წინა აპრილში მომხდარ ძარცვაში როდესაც საგადასახადო უწყებაში შეჭრის დროს მძარცველებს შემოაკვდათ 2 მცველი.

 

ვანზეტი თევზის გამყიდველი იყო, და მისმა თორმეტმა კლიენტმა მისცა ჩვენება, რომ ძარცვის დროს იგი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ამის გარდა, ძარცვაში რეალურად მონაწილე ერთ-ერთმა პირმა აღიარა თავისი დანაშაული და თქვა, რომ საკო და ვანზეტი ძარცვაში არ მონაწილეობდნენ.

 

მოსამართლე ვებსტერ ზეერს ვანზეტის შესახებ უთქვამს: „შეიძლება ამ კაცს მართლა არ ჩაუდენია ის დანაშაული, მაგრამ მორალურად, იგი მაინც დამნაშავეა, რადგან არსებული ინსტიტუტების მტერია.“

 

ეჭვი არაა, რომ საკოსა და ვანზეტის ასამართლებდნენ მათი პოლიტიკური შეხედულებებისთვის, ხოლო საბოლოო განაჩენს ჰქონდა კლასობრივი მასშტაბი - სახელმწიფოს ამით უნდოდა ეთქვა ამერიკული მუშათა კლასისთვის, მესიჯი გაეგზავნათ: „ერიდეთ ანარქისტულ იდეებს, თორემ მკაცრად აგებთ პასუხს.“

 

საკომ და ვანზეტიმ ციხეში 6 წელი გაატარეს და ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფო უარით პასუხობდა ყოველ აპელაციას.

 

გულშემატკივრები ქმნიდნენ ჯგუფებს სოლიდარობისა, რათა მასაჩუსეტის სასამართლო კოლეგიას არ გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი, ხოლო პრეზიდენტთან გაგზავნილ შეწყალების პეტიციას სულმოუთქმელად ელოდა მთელი ამერიკა.

 

საკო და ვანზეტი დიახ, იყვნენ მკვლელები, ანარქისტებიც.

და ამიტომაა გასაკვირი, რომ ხალხი მათ დასაცავად გამოვიდა ქუჩებში.



რაში იყო საქმე, - ბრალდება ვერ ამტკიცებდა წაყენებულ ბრალს, ბრალდებულები კი - უდანაშაულობას.

 

უდანაშაულობის პრეზუმცია კი ითვალისწინებს ყველა საეჭვო და დაუდასტურებელ მტკიცებულებებსა და ბრალს ბრალდებულთა სასარგებლოდ. სწორედ ამ პრეზუმციის დასაცავად შეიკრიბა ხალხი და არა, პირსისხლიანი მკვლელების საკოსა და ვანზეტისათვის.

 

ორთავეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და მათი სიკვდილიდან 50 წელი არ შეჩერდა ხალხის პროტესტი - მანამ სანამ 1977 წელს მასაჩუსეტის გუბერნატორმა არ გამოსცა პროკლამაცია, სადაც გამოაცხადა მათი უდანაშაულობა, იმიტომ რომ საქმე არასწორად თუ არასრულად იქნა გამოძიებული, - რომ დამნაშავეს კი არ უნდა დაემტკიცებინა უდანაშაულობა, არამედ ბრალდების მოვალეობა იყო დაემტკიცებინა მათი დანაშაული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.