ამერიკაში ოცწლიანი ცხოვრებისას
ხშირად მიფიქრია დამედგინა, იმ უამრავ ადამიანის უფლებათაგან, დღეს
რომ თავს გვახვევია, რომელი არის ყველაზე მგრძნობიარე და
პრიორიტეტული.
ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად დამეხმარა ერთი ისტორია, სადაც ნათლად ჩანს ბავშვის ერთმა უფლებამ როგორ გამოასწორა ისეთი დიდი პრობლემა, როგორიცაა რასიზმი და დისკრემინაცია კანის ფერის გამო.
ყველამ ვიცით წინა საუკუნის დასაწყისში რა დოზით იყო რასიზმი შეერთებულ შტატებში - თანასწორ უფლებებს კი მიაღწიეს, მაგრამ ვერაფერი უშველეს მთავარს - დოქტრინა "ცალკე, მაგრამ თანაბარი" ისევ ძალაში იყო. თეთრებისთვის სკოლები ცალკე იყო, შავკანიანებისათვის - ცალკე.
და აი, ბავშვთა უფლებამ, მხოლოდ ბავშვთა უფლებამ, ეს პრობლემა ქვეყნის უმაღლესს სასამართლომდე მიიყვანა.
ლინდა ბრაუნი პატარა გოგონა იყო, რომელსაც უწევდა 6 ბლოკის ფეხით გავლა კანზას ქალაქ ტოპეკაში, რომ მიეღწია უახლოეს სასკოლო ავტობუსის გაჩერებამდე, რომ ავტობუსს იგი წაეყვანა კიდევ ორი მილის მოშორებით შავთა სკოლაში, მაშინ როცა თეთრების ელემენტარული სკოლა ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს იყო, მისი სახლიდან ოთხიოდე ბლოკში.
აი, საუკუნე რომ
ვერაფერი მოუხერხეს იმ დოქტრინას, ბავშვის
უფლების დარღვევამ შეუძლებელი შეძლო - შვიდმა
მოსამართლემ ერთი წინააღმდეგით აღიარა და გამოაცხადა თეთრკანიანებისა
და შავკანიანების თანაბარობა უფლებებში, გააუქმა ის
დოქტრინა.
წარმოგიდგენიათ, რას იტყოდა ამერიკის უზანაესი სასამართლო იმ ბავშვის უფლებების დარღვევაზე, რომელიც მშობელს ქალაქის ერთი ბოლოდან საკმაოდ მოშორებულ მანძილზე დაჰყავს ყოველდღიურად, აქაოდა მან ქალაქის პრესტიჟულ სკოლაში თუ გიმნაზიაში ისწავლოს?
ამერიკაში მხოლოდ საცხოვრებელ ადგილას მიმაგრებულ სკოლაში შეგიძლია ისწავლო - რა თქმა უნდა თუ საჯარო სკოლას ირჩევ.
თუმცა, კანონი ყურადღებას აქცევს, მან უკეთ იცის 6-7 წლის ბავშვის პაწაწუნა ფეხებმა რა მანძილი უნდა გაიაროს ყოველდღიურად.
მასალის გამოყენების პირობები