ბლოგები
ეკა კუხალაშვილის ბლოგი - ცრურწმენები ახალი განმარტებებით
FaceBook
საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას კარდინალური ცვლილებები მოაქვს ბევრ სფეროში. პოლიტიკურ კლიმატზე, პოლიტიკურ ორიენტაციაზე, არჩევანსა და ღირებულებებზე რომ არაფერი ვთქვათ, ცვლილებები თავს იჩენენ ტრანსცენდენტულ სივრცეშიც.
თუკი ადრე მარჯვენა და მარცხენა თვალის თამაშებზე, შავი კატის გზაზე გადარბენებზე და გათვალვებზე ზეძალები სხვაგვარად რეაგირებდნენ, ახლა მათ სხვა გმირები ყავთ და შედეგებსაც სხვაგვარად წინასწარმეტყველებენ.
მაგალითად: მარჯვენა ხელის მოქავებამ ფული იცოდა რამდენიმე თვის წინ, ძლიერდ მოქავებამ კი ბევრი ფული. თუმცა ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენეს, რომ ბევრი, ბევრი ფული ყოველთვის არ ნიშნავს მილიარდელობას. აღმოჩნდა, რომ ბევრზე ბევრი ფული შეიძლება ინფლაცია აღმოჩნდეს. ამიტომ, ბევრი ფული ყოველთვის არაა სანატრელი, ეს ნატვრა რიგ შემთხვევაში სახიფათოა, მან შეიძლება საერთოდ უფულოდ დაგტოვოს. შესაბამისად, დღეის მონაცემებით, მარჯვენა ხელის მოქავება ცუდ ნიშნად ჩაითვლება, მოქავება იმის ნიშანი იქნება, რომ ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაუფასურდება.
დილით გზაზე პირველმა "ნაციონალმა" რომ გადაგირბინოს, კენჭი უკან უნდა გადააგდო, თუკი "ნაცმოძრაობის" წარსრულში დატოვება გსურს.
სამაგიეროდ, დილით გზაზე "ოცნებისტმა" რომ გადაგირბინოს, ქვა წინ უნდა გადააგდო, იქნებ ამით ისინი ღრმა შუასაუკუნეებიდან როგორმე 21-ეში დააბრუნო.
მრავალ პოლიტიკურორიენტაციაგამოცვლილი და ცხრა მთავრობაზე გადამხტარი ადამიანი თუ შეგხვდება, ცუდის ნიშანია, გათვალვა იცის. ამიტომ,  ხეზე სამჯერ უნდა დააკაკუნო, თუმცა გირჩევთ ხის ნაჭერი ჯიბით ან ჩანთით ატაროთ, რადგან პარტიაგამოცვლილი იმდენია, ამდენი ხე არ ხარობს, მაგალითად, მწვანე ქუთაისში.
თუ მარჯვენა ან მარცხენა თვალი გითამაშებს, ეს თავისთავად არაფერს ნიშნავს, მთავარია ეს ათამაშებული თვალი ვინმე შენივე სქესის წარმომადგენელმა თვალის პაჭუნად არ ჩაგითვალოს, ამ შემთხვევაში ჩაითვლება თვალის თამაში ძალიან ცუდ ნიშნად. თვალის ათამაშება (მინიმუმ) საავადმყოფოში ვიზიტით და წოლითი რეჟიმებით აგიხდება, ტაბურეტკით მიყენებული ტვინის შერყევის გამო.
პარლამენტში მარჯვენა ფეხით თუ შეხვალ, შეიძლება აგცდეს ჭერიდან ჩამოვარდნილი თაბაშირი–მუყაოს მოზრდილი ნაჭერი. თუ მარცხენა ფეხით შეხვალ ბესელიას, ან საგანელიძეს გამოსვლას მოუსმენ. ამიტომ ფეხი იმის მიხედვით შეარჩიე, რას უფრთხილდები მეტად – თავს თუ ნერვებს.
სამაგიეროდ, მნიშვნელობა არა აქვს ქუთაისის მერიაში მოქალაქე მარჯვენა ფეხით შევა თუ მარცხენათი, ნერვები ყველა შემთხვევაში დაუზიანდება, თავის და სახელის გატეხის ამბავი კი ტემპერამენტის და თანამდებობაზე მოხვედრის სურვილის მიხედვით განისაზღვრება.
ზემოთჩამოთვლილები მომავლის განმსაზღვრელი მარტივი ნიშნებია, უფრო რთულებზე სპეციალისტებთან ანუ ცნობილ წინასწარმეტყველებთან, მჩხიბავებთან და მუცლითმეზღაპრეებთან მისვლა მოგიწევთ. ესეც ახალი დროის ნიშანია - როცა მაგალითად, ლარის კურსის საკითხებზე კონსულტაციებს ექსპერტების ნაცვლად წინასწარმეტყველ ლელა კაკულიასთან გადიან.
ეკა კუხალაშვილი











Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.