ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იმერეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
11:19 / 08.04.2021
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ ოპერის თეატრი მაყურებელს უბრუნდება
ერთწლიანი პაუზის შემდეგ ოპერის თეატრი მაყურებელს უბრუნდება
10:54 / 08.04.2021
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან ერთი წლის შემდეგ, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი სპექტაკლების ჩვენებას იწყებს.
დღეიდან კინოთეატრები იხსნება - რა წესების დაცვა მოუწევს მაყურებელს
დღეიდან კინოთეატრები იხსნება - რა წესების დაცვა მოუწევს მაყურებელს
10:29 / 08.04.2021
ათთვიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან საქართველოში კინოთეატრები იხსნება.
"ვსაქმიანობ, ვმუშაობ" - ქუთაისის მერი პოსტიდან შესაძლო გადადგომაზე
"ვსაქმიანობ, ვმუშაობ" -  ქუთაისის მერი პოსტიდან შესაძლო გადადგომაზე
19:21 / 07.04.2021
ქუთაისის მერი პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
ქუთაისის მერი თვლის, რომ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაცემას ერთჯერადი საშვის ამოწერა ჯობია
ქუთაისის მერი თვლის, რომ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაცემას ერთჯერადი საშვის ამოწერა ჯობია
18:45 / 07.04.2021
ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა ჩათვალა, რომ ჟურნალისტებისთვის ერთჯერადი საშვის ამოწერა უფრო მისაღებია, ვიდრე აკრედიტაცია,
რომელიც მედიის წარმომადგენლებს მერიის შენობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას მისცემს.
ქუთაისის მერიამ ჟურნალისტებს საშვის გარეშე შენობაში გადაადგილება აუკრძალა
ქუთაისის მერიამ ჟურნალისტებს საშვის გარეშე შენობაში გადაადგილება აუკრძალა
16:45 / 07.04.2021
ჟურნალისტებისთვის ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილება სატელეფონო ზარზე იქნება დამოკიდებული.
"შეიქმნება პორტალი, სადაც ყველა შეძლებს ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირებას"
"შეიქმნება პორტალი, სადაც ყველა შეძლებს ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირებას"
15:25 / 07.04.2021
საქართველოში შეიქმნება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეები ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად წინასწარ დარეგისტრირდებიან.
ელისის სიზმარი „პოლიტიკური“ აქცენტით
ელისის სიზმარი „პოლიტიკური“ აქცენტით
14:38 / 07.04.2021

პანდემიამ და რეგულაციებმა თეატრები ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა.

რიონის ხეობაში აქციის მონაწილეები დააჯარიმეს
რიონის ხეობაში აქციის მონაწილეები დააჯარიმეს
12:28 / 07.04.2021
რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში 12 ადამიანი, რომელიც ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებდა,  კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმეს.
ქუთაისის მერის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ
ქუთაისის მერის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ
11:36 / 07.04.2021
ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას, არ ადასტურებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. 
იმერეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იმერეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
11:05 / 07.04.2021
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
"ჰესის არ აშენება არ განიხილება'' - ნათია თურნავა ნამახვანჰესზე
"ჰესის არ აშენება არ განიხილება'' - ნათია თურნავა ნამახვანჰესზე
10:53 / 07.04.2021
მთავრობა ნამახვანჰესის არ აშენების საკითხს არ განიხილავს.
მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
10:22 / 07.04.2021
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
რატომ ამბობს მედპერსონალის ნაწილი უარს კოვიდვაქცინაზე
რატომ ამბობს მედპერსონალის ნაწილი უარს კოვიდვაქცინაზე
10:05 / 07.04.2021
იმერეთში მედპერსონალის დიდი ნაწილი კოვიდსაწინააღმდეგო აცრის გაკეთებისგან თავს იკავებს.


იმას, რომ იმუნიზაციის პროცესი აცრის დაწყების პირველ დღეებში ნელი ტემპით მიმდინარეობდა ადასტურებენ კლინიკებში, სადაც აცრები ტარდება, თუმცა არ ასახელებენ აცრილთა კონკრეტულ რაოდენობას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით (30 მარტის მდგომარეობით) იმერეთში სულ 350-მდე მედიცინის მუშაკია აცრილი, ხოლო რიგს ელოდება 1344 ადამიანი.

საქართველოში არ არსებობს კვლევა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის მიმართ სამედიცინო პერსონალის განწყობას ასახავს. თუმცა, ვაქცინაციის პროცესი ცხადყოფს, რომ პროცენტულად აცრის მსურველი ექიმისა და ექთნის რაოდენობა კრიტიკულად ნაკლებია მათზე, ვინც არ იცრება.

„ქუთაისიპოსტი“ დაინტერესდა, რა არგუმენტები აქვთ სკეპტიკოს ექიმებს, რომლებიც ჩვენთან საუბარს მხოლოდ ვინაობის იდენტიფიცირების გარეშე დათანხმდნენ.

ნიკა ქუთაისის ერთ–ერთი კლინიკის ახალგაზრდა ექიმია. ის პირველივე დღიდან ჩართულია კოვიდთან ბრძოლაში. პანდემიის განმავლობაში, კოლეგებთან ერთად, ბევრი რამ გადაიტანა, - გადაბმული მორიგეობები, 24 საათიანი ცვლები მძიმე სპეცეკიპირებით და კორონავირუსიც კი. არაერთი კოვიდპაციენტის დამძიმების, ხელიდან გამოცლის, თუ გამოჯანმრთელების მომსწრეა. ამ გამოცდილების მიუხედავად, ნიკა  აცრას ჯერ არ აპირებს.

"რაც კოვიდი გადავიტანე არ გასულა 120 დღე და აცრის გაკეთება ისედაც არ მიწევს, მაგრამ, კიდევაც რომ მიწევდეს, არ ავიცრები ,,ასტრაზენეკათი“. ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე და ჩემს კოლეგებზეც იმან, რომ ველოდით ,,ფაიზერს“ და უცებ გამოგვიცხადეს სასწრაფოდ დარეგისტრირდით, ,,ასტრაზენეკა“ ჩამოვიდაო. იქამდე არავის მოუწოდებია ჩვენთვის ინფორმაცია ამ ვაქცინაზე, მისი მოხმარების პროტოკოლზე, გართულებებზე და ამ დროს დაემთხვა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე ქვეყანამ ეს აცრები შეაჩერა. ზუსტად, ანალოგიურად ფიქრობენ ჩემი კოლეგებიც“.

მათი ნაწილი იმუნიზაციაზე უარს იმით ხსნის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი კომუნიკაცია კლინიკებთან არ ჰქონია და არ მიუწოდებია მათთვის საჭირო ინფორმაცია.

,,თუ ვერ შემოჰქონდათ დაპირებული ვაქცინა, მინიმუმ მედიკოსებისთვის უნდა აეხსნათ რატომ. განემარტათ, როგორ გვემოქმედა, იყო თუ არა განსხვავებული პროტოკოლი ამ ვაქცინის (AstraZeneca, რედ.) მოხმარებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ერთი დღით ადრე მოგვწერეს, რომ დავრეგისტრირებულიყავით ასაცრელად, სხვა ინფორმაცია არ მიგვიღია. ამას ყველა აპროტესტებდა, სვამდნენ ათას კითხვას, ღიად არავინ. ფაქტი სახეზეა და, ალბათ, ხვდებიან რატომ პასიურობს მედპერსონალი“, - ამბობს ქუთაისში, ერთ-ერთი ამბულატორიული ცენტრისა ექთანი.

"ჩვენ ყველას გვიწევს ვიყოთ ერთგვარი ექსპერიმენტის მონაწილენი, რადგან არც ერთ კოვიდვაქცინას არ აქვს არსებობის ხანგრძლივი ისტორია და გამოცდილება. შესაბამისად, უკვე არსებული მონაცემებით უნდა გავაკეთოთ არჩევანი. მე ვირჩევ იმ ვაქცინას, რომელსაც ნაკლები გართულების შემთხვევა აქვს მსოფლიოში და შედარებით უფრო მაღალი ეფექტურობის მაჩვენებელი. ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს ამაზე, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ყველა „ფაიზერს“ ელოდება. „ფაიზერის“ რაოდენობა კი უკვე ამოწურულია“, - ამბობს  კიდევ ერთი ექიმი ქუთაისში ერთ-ერთი კლინიკიდან.

ექიმების ნაწილი კოვიდვაქცინის მიმართ კრიტიკულად განწყობილი კოლეგების დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. ერთ-ერთი ექიმის აზრით, ისინი ამით კოვიდთან ბრძოლის ისტორიას აქარწყლებენ.

"ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდში იჩენენ უპასუხისმგებლობას. არც მიფიქრია, რომ იმუნიზაციის პირველივე შესაძლებლობისთანავე რომელიმე ექიმი მაინც იტყოდა უარს აცრაზე. ვერც იმას დავიჯერებ, რომელიმე მედიკოსს არ შეუძლია თავად მოიძიოს ინფორმაცია ვაქცინების შესახებ. ექიმი იმის ექიმია, ემყარებოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. დღეს ძალიან ბევრ ექიმს რაღაც უცნაური დაემართა. განსაკუთრებით მაღიზიანებს, როცა მთავრობისკენ იშვერენ ხელს. ავიცრათ, თუ არ ავიცრათ, ეს გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ. დღეს ყველა ფორსმაჟორშია. ვერავინ ვერაფერს გვეტყვის დაზუსტებით და ისიც ყველას მოეხსენება, ერთადერთი ხსნა რომ იმუნიზაციაშია", - ამბობს ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ,,ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა.

"ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა ინტერვენციული მედიცინის ცენტრის თერაპიული სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე სტურუა. ექიმი, ამჟამად კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტს ხელმძღვანელობს და ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ვაქცინით აიცრები, ორგანიზმის დაცვის ფუნქციას ყველა ეფექტურად ასრულებს.

""ასტრაზენეკას" აცრა გავიკეთე. რაიმე განსაკუთრებული რეაქცია არ მქონია. მოდით იქიდან დავიწყოთ, რომ მე თვითონ 6 წელი ვიცხოვრე გერმანიაში, ვისწავლე და ვიმუშავე. მაქვს ის განათლება მიღებული, რომ არ დამჭირდეს სხვისი ახსნა ვაქცინის აუცილებლობაზე. ამიტომ არსებითი მნიშვნელობა ჩემთვის არ ჰქონდა, რომელი ვაქცინა იქნებოდა. "ასტრაზენეკა" არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული. პირველი, რაც მივიღეთ, ეს ვაქცინა იყო და ჩემი განწყობა იყო ასეთი, რომ აუცილებლად უნდა დავძლიოთ პანდემია აცრით".

კოლეგების სკეპტიციზმს არც ალერგოლოგი და იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იზიარებს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ის ამბობს:

""ფაიზერს" მძიმე დაავადებებისგან დაცვა 90%-ით შეუძლია, ,,ასტრაზენეკას'' 100%-ით. ბრიტანულ შტამზე და ტრანსმისიურ გადატანაზე ძალიან ეფექტურია ,,ასტრაზენეკა''. კოლეგებს რომ არ აქვთ ეს ინფორმაცია მე ეს მაშფოთებს ყველაზე უფრო. ისინი უნდა იყვნენ გენერატორი, ადამიანის განათლებაში კონტრიბუციას უნდა ახორციელებდნენ. სამწუხაროდ, მათ არ აქვთ ეს ინფორმაცია და ჩვენ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი მოსახლეობის ინფორმირებას. ექიმი თვითონ უნდა იყოს ამ ინფორმაციის მიმწოდებელი".

კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ეროვნული გეგმის პირველი ეტაპის თანახმად, აპრილის ბოლომდე, ქვეყანაში რეგისტრირებული 71 000 მედპერსონალიდან 45 440 უნდა აცრილიყო. ამისათვის, მარტივი გაანგარიშებით, ვაქცინა ყოველდღე 3 500 სამედიცინო მუშაკისთვის უნდა გაეკეთებინათ. პირველი ეტაპი ჩავარდა.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ 6 757 ადამიანია აცრილი.

ამ შედეგების ფონზე, ხელისუფლებამ ვადაზე ადრე დაიწყო 65+ ასაკის ადამიანების აცრა. ასაკოვანი მოქალაქეების რეგისტრაცია 25 მარტს დაიწყო.
ექიმებისგან განსხვავებით, 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები ქუთაისში უფრო აქტიურად ჩაებნენ აცრის პროცესში. მარტის ბოლო დღეებში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში (მედიქალსითი) არაერთი ასაკოვანი ადამიანი ელოდა თავის რიგს. ელოდა "ასტრაზენეკას" ვაქცინას. სამედიცინო პერსონალის ნაწილისგან განსხვავებით, მათთვის ვაქცინის მწარმოებელ კომპანიას მნიშვნელობა არ აქვს. ფიქრობენ, რომ ყველა ავტორიზებული ვაქცინა იცავს და ეს პანდემიის დასრულების ერთადერთი შანსია.

"ვაქცინაცია არის პანდემიის დასასრული, ისევე როგორც ადრე იყო "ყვავილი". აცრამ უშველა იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ეს საშინელი დაავადება. მედიცინას და ექიმებს უნდა დავუჯეროთ დღეს, რადგან ამ "ყვავილის" შემდეგ, ამ განსაცდელის წინაშეა ჩვენი მოსახლეობა. დღევანდელი მოცემულობა დადებითად უნდა შევაფასოთ. ვინაიდან მიყვარს მოგზაურობა, გავბედე და ნაადრევად გავიკეთე", - ამბობს მარინა ძაგნიძე, რომელიც "ასტრაზენეკას" ვაქცინით 29 მარტს აიცრა.

კოვიდსაწინააღმდეგო აცრის დაწყების დღიდან სამედიცინო პერსონალის დაბალმა აქტივობამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ირკვევა, რომ ექიმები და ექთნები ვაქცინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილები არა მხოლოდ საქართველოში არიან.

გერმანული მედიაკომპანია "დოიჩე ველეს" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილი კვლევის თანახმად, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩატარდა, ექიმების მხოლოდ 73%-ს და ექთნების 50%-ზე ნაკლებს სურს SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება. ამასთანავე, რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებს ვაქცინაციის როლს პანდემიის დასრულებაში.

ვაქცინის მიმართ ჯანდაცვის სისტემის თანამშრომელთა ნაწილის სკეპტიკურ განწყობაზე წერს "ნიუ იორკერიც". აშშ-ში მედპერსონალის მესამედი აცრას თავს არიდებს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსს საკუთარ და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის რისკის ფასად დაუპირისპირდნენ, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მსგავსად, ისინი არასაკმარისად მიიჩნევენ ვაქცინის გამოცდის პერიოდს.

გამომცემლობა ასკვნის, რომ ვაქცინის შემუშავების საოცარი სიჩქარის გამო, მეცნიერები საკუთარი წარმატების მსხვერპლნი არიან: მედიცინის მუშაკებმა ისწავლეს, რომ ვაქცინის შემუშავებას წლები სჭირდება და 11 თვეზე ნაკლებ დროში მის შექმნას სკეპტიციზმით უყურებენ.

ბოლო მონაცემებით, ასაცრელთა რიგში საქართველოში სულ 12 846 მოქალაქეა დარეგისტრირებული.

რატომ ჩავარდა საქართველოში იმუნიზაციის ეროვნული გეგმის პირველი ნაწილი და რა შეფასაბები აქვთ ექსპერტებს, ვრცელი სტატია ნახეთ აქ.


14-ჯერ შემცირებული ტურიზმი და ქუთაისი ტურისტების მოლოდინში
14-ჯერ შემცირებული ტურიზმი და ქუთაისი ტურისტების მოლოდინში
17:13 / 06.04.2021
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ,  ქუთაისში ტურისტების რაოდენობა 14-ჯერ შემცირდა.
მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული გადახდის სისტემა მაისიდან ამუშავდება
მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული გადახდის სისტემა  მაისიდან ამუშავდება
13:54 / 06.04.2021
ქუთაისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული გადახდის სისტემა მაისიდან ამოქმედდება.
"სოფლის ავტობუსებს აჩერებენ და პირად ნომრებს იწერენ" - რა ხდება რიონის ხეობაში
"სოფლის ავტობუსებს აჩერებენ და პირად ნომრებს იწერენ" - რა ხდება რიონის ხეობაში
13:07 / 06.04.2021
რიონის ხეობაში, სადაც 164-ე დღეა გიგანტური ჰესის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, საპოლიციო კონტროლი ოთხი დღეა გამკაცრებულია.
საქართველოში 12 846 ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
საქართველოში 12 846 ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
12:19 / 06.04.2021
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 12 846 ადამიანმა გაიკეთა.


ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი  აქვეყნებს.

უწყებას კონკრეტულად გამოქვეყნებული არ აქვს ინფორმაცია, რამდენი პირი აიცრა "ფაიზერით'' და რამდენი ,,ასტრაზენეკათი''. ასევე არ არის დაკონკრეტებული რამდენია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და რამდენი 55 წელს გადაცილებული მოქალაქე.

მათ ორი სახის ვაქცინას: "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერს" შორის ჰქონდათ არჩევანის გაკეთების საშუალება, თუმცა "ფაიზერის" დოზები უკვე ამოიწურა.

55 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია 5 აპრილს დაიწყო.

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო პირველი ვაქცინის პირველი დოზები 13 მარტს ჩამოვიდა. ამ დროისთვის ქევყანას უკვე მიღებული აქვს 172 700 დოზა."ასტრაზენეკა"- 43 200, ხოლო "ფაზიერი"- 29 500 დოზა  და  "სინოფარმის'' 100 000 ვაქცინა.

ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ. საჭიროების შემთხვევაში, ასევე, შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე (15 22). ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აცრის მსურველებს "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება აქვთ.

"მერის სამუშაო ოთახში ძალით შეიჭრა" - ქუთაისის მერია ჟურნალისტის დაკავებაზე
"მერის სამუშაო ოთახში ძალით შეიჭრა" - ქუთაისის მერია ჟურნალისტის დაკავებაზე
18:08 / 05.04.2021
ქუთაისის მერია,  ჟურნალისტს ბუბა ჩივაძეს, რომელიც დღეს ადმინისტრაციულ შენობაში დააკავეს, მერის კაბინეტში შეჭრაში ადანაშაულებს.
ქუთაისის მერიაში ჟურნალისტი დააკავეს
ქუთაისის მერიაში ჟურნალისტი დააკავეს
16:54 / 05.04.2021
ქუთაისის მერიის შენობაში პოლიციამ KutaisiToday-ის ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე დააკავა.
More Articles...

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.