მთავრობა ნამახვანჰესის არ აშენების საკითხს
არ განიხილავს.
ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ერთ-ერთ ტელევიზიაში განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, ნამახვანჰესის პროექტი არ გადადებულა და ის აშენდება, ხოლო კაშხალი აშენდება მას შემდეგ რაც მოხდება დასკვნების გადამოწმება.
"ძალიან დეტალური დასკვნები არსებობს, რომელიც
ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებმა გააკეთეს, მაგრამ
რადგანაც გაჩნდა უნდობლობა და კითხვები, რამდენად მართლაც უსაფრთხოა
ეს დასკვნები, გავახსნევინეთ ეს ყველაფერი და ყველა ექსპერტს, ვინც
არის დაინტერესებული, შეუძლია იხილოს და გადაამოწმოს. თუ დადგა
მომენტი, რომ რაიმე შეიძლება გაკეთდეს უკეთესად, ინვესტორი მზადა არის
დამატებითი ხარჯი გაიღოს, დააზუსტოს მდებარეობა, შეცვალოს მასალების
ხარჯი, დააზუსტოს ტექნოლოგია, მაგრამ საკითხი იმისა, რომ ჰესი არ
აშენდეს, ამას, უბრალოდ, არ განვიხილავთ", -
განმარტა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
რიონის ხეობაში სამი აპრილიდან საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს. ხეობაში გადაადგილებაზე შეზღუდვა მას შემდეგ დაწესდა,
რაც სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი
დირექტორი ჩავიდა. მერაბ ლომინაძე აქტივისტებთან შესახვედრად
სამართალდამცავებთან ერთად მივიდა.
ხეობაში მისი ჩასვლის პარალელურად განახლდა
ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რამაც ადგილობრივების პროტესტი
გამოიწვია. იმავე დღეს, პოლიციამ ჩაკეტა ნამოხვანთან მისასვლელი გზა,
დააკავა ორი და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა 12
აქტივისტი.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა უკვე 163-ე
ღამე გაათიეს კარვებში. ისინი მოითხოვენ კომპანია "ენკამ" დატოვოს
რიონის ხეობა, შეწყდეს ჰესის მშენებლობა და გადადგეს ეკონომიკის
მინისტრი ნათია თურნავა. ხეობის მცხოვრებლებისთვის მიუღებელია
მთავრობის ხუთპუნქტიანი შეთავაზება, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ,
ხელისუფლების გეგმა მათ მოთხოვნებს არ პასუხობს.
ამავე თემაზე:
ხეობის მცველებმა გუმათში კარავი
გაშალეს
"ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ასე გაგრძელდება" –
"ენკას" ახალი დირექტორი
ნამახვანში პოლიციამ ორი პირი დააკავა
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები
განახლდა
"დავაკონკრეტოთ
პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის
მოწინააღმდეგეებს
რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და
მინისტრები
მასალის გამოყენების პირობები