ქუთაისის მერია, ჟურნალისტს ბუბა ჩივაძეს,
რომელიც დღეს ადმინისტრაციულ შენობაში დააკავეს, მერის კაბინეტში შეჭრაში
ადანაშაულებს.
მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტი არ
დაემორჩილა მერიის თანამშრომლის გაფრთხილებას საშვის
ამოწერის შესახებ და წინააღმდეგობა გაუწია
დაცვის პოლიციას.
"მერიის შენობის მოქალაქეთა მისაღებში შემოსულ
ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს საშვის გაცემაზე უფლებამოსილმა პირმა სთხოვა
ამოეწერა საშვი, რის შემდეგაც მიეცემოდა შენობაში გადაადგილების
უფლება. ის არაერთხელ იქნა გაფრთხილებული საშვის ამოწერის
აუცილებლობის თაობაზე, თუმცა მან ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა. არ
დაემორჩილა დაცვის პოლიციის მოწოდებას, წინააღმდეგობა გაუწია მათ და
მერის სამუშაო ოთახში ძალით შეიჭრა", - ნათქვამია მერიის
განცხადებაში.
ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე მერიის შენობაში მას
შემდეგ დააკავეს, რაც იგი დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის
მიუხედავად, მერის იოსებ ხახალეიშვილის კაბინეტში შევიდა და შიმშილობა
გამოაცხადა.
შსს-ს ინფორმაციით, ჟურნალისტი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის საფუძველზე დააკავეს,
რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები