ათთვიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან საქართველოში
კინოთეატრები იხსნება.
კინოთეატრ "საქართველოს" მენეჯერის რაულ
ქორჩილავას განმარტებით, მოქალაქეებს კინოსეანსზე
დასასწრებად ახალი წესის დაცვა მოუწევთ.
"კინოთეატრში სავალდებულო იქნება პირბადის
ტარება და დისტანციის დაცვა ისე, რომ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.
ყოველი სეანსის დასრულების შემდეგ დარბაზი უნდა დამუშავდეს", - ამბობს
ის.
მისი განმარტებით, სეანსებს შორის
შესვენება 30 წუთი იქნება, რადგან ადმინისტრაციამ შეძლოს დარბაზის
დასუფთავება.
რაულ ქორჩილავას განმარტებით, მაყურებელს მისვლა
უკვე დღეიდან შეუძლია.
მისი ინფორმაციით, კინოსეანსებზე
ბილეთების ფასი არ გაძვირებულა.
მასალის გამოყენების პირობები