ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობას
ქალაქის გენერალური გეგმის მოსამზადებლად საჭირო ფინანსები უკვე აქვს.
მისი თქმით, ქუთაისის მერიამ შესაბამისი თანხა გრანტის სახით
უკვე მიიღო.
"გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართულობით, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ
საგრანტო პროგრამაში, გავიმარჯვეთ და კონტრაქტიც გაფორმდება, სადაც
დევს გენგეგმის შედგენის დაფინანსებაც. ასე, რომ ახლა მოსულ
ხელისუფლებას უკვე ხვდება დაფინანსება, რომლითაც შეუძლია გააკეთოს
გენგეგმა", -
განმარტა ქუთაისიპოსტის სტუდიაში შოთა
მურღულიამ.
ქალაქის მერის თქმით, აქამდე ქალაქში მშენებლობის დაბალი ტემპი იყო და
გენგეგმის საჭიროება ნაკლებად ჩანდა.
"მე რომ შევუდექი მუშაობას, მაშინ ქალაქში თითქმის არაფერი შენდებოდა
და იმდენად არც შეიმჩნეოდა გენგეგმის არარსებობა. ახლა მშენებლობის
ტემპმა მოიმატა და უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი შექმნა, რომ
არ აშენდეს ისეთი რამე, რისი გამოსწორებაც მერე რთული იქნება", -
ამბობს შოთა მურღულია.
მასალის გამოყენების პირობები