ქუთაისის მერიამ ცნობილ ქართველ რეჟისორს რეზო ჩხეიძეს მემორიალური დაფა გაუხსნა. მემორიალი, ხახანაშვილის ქუჩის № 14-ში გაიხსნა, სადაც (1934-1937წწ.) რეზო ჩხეიძე მამასთან, მწერალ დია ჩიანელთან (დავით ჩხეიძე) ერთად ცხოვრობდა.
დღეს, 19:00 საათზე, ასევე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში მოეწყობა რეზო ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია-გაყიდვა. წიგნს თან ახლავს ფილმ ,"ჯარისკაცის მამის'' კომპაქტ დისკი (ფერადი ვერსია). წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას. მოეწყობა აგრეთვე რეზო ჩხეიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა და ფილმის პრეზენტაცია. (ფილმის რეჟისორები: კოტე ვერულაშვილი და ზვიად მესხი; ფილმის პროდიუსერი - ინეზა ავალიანი)
მასალის გამოყენების პირობები