ახალი ამბები
იუსტიციის სახლის ქუთაისის ფილიალმა მოქალაქეთა მომსახურება გაურკვეველი ვადით შეწყვიტა
FaceBook
ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო, იუსტიციის სახლის ქუთაისის ფილიალმა მოქალაქეთა მომსახურება გაურკვეველი ვადით შეწყვიტა.

უწყებამ ამის შესახებ განცხადება  დღეს, 16  ოქტომბერს გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფილიალის მიმდებარე წყალგამტარი არხიდან მდინარე ოღასკურას წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც შენობა დაიტბორა.

"ამ ეტაპზე შენობაში ინტენსიურად მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები, თუმცა როდის მოხდება მომსახურების პროცესის აღდგენა ამ დროისთვის უცნობია.

იმისათვის, რომ მომხმარებელს ექსტრემალურ ვითარებაში მაინც ჰქონდეს სერვისების მიღების შესაძლებლობა, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მითითებით, მომსახურების გაცემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ-ების სხვადასხვა შენობებიდან განხორციელდება," - აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პერსონალი განთავსდება ქუთაისში მდებარე სერვისების განვითარების სააგენტოს ყოფილ შენობაში, მისამართი: სადგურის მოედანი 3 ა, მე- 2 სართული. აღნიშნული პუნქტიდან მოხდება უკვე დამზადებული დოკუმენტაციის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობების გაცემა. ამავე ოფისში უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებთან დაკავშირებით განცხადებების მიღებაც.

საჯარო რეესტრის სერვისების მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ: ქ. ქუთაისში მოქმედ ავტორიზებულ პირებს, ნოტარიუსებს, იმერეთის რეგიონში მოქმედ ავტორიზებულ პირებს.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი მომსახურებას განახორციელებს ქ. ქუთაისში შემდეგ მისამართზე - სადგურის მოედანი N3 ა.

რაც შეეხება, აღსრულების ეროვნული ბიუროს, უწყების ალტერნატიული ოფისები გაიხსნა: თერჯოლაში, მისამართი - რუსთაველის 109, ხონში - კაკაბაძის 15, ზესტაფონში - წერეთლის №5 და ვანში - თამარ მეფის №8.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია ოპერატიულ რეჟიმში მიეწოდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.