საპრიზო ფონდი 2000 ლარს წამოადგენდა.
ქუთაისში, კონკურსის "ქართული ხელწერა" გამარჯვებულები გმოვლინდნენ.
დაჯილდოების ცერემონიალი მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა. კონკურსში ქუთაისში მოქმედმა თითქმის ყველა საჯარო და კერძო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსის ორგანიზატორთა თქმით, კონკურსი ლამაზად წერის კულტურის განვითარებას და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციას ემსახურება.
"გლობალიზაციის ხანაში ჩვენი იდენტობის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევის გაწევა გვიწევს. ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ჩვენი დამწერლობაა. ამიტომ, ქრთულ დამწერლობას განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა და პოპულარიზება ჭირდება", - აღინიშნა შეხვედრაზე.
გამარჯვებულები სამ სამეულად გამოვლინდა - 8 მასწავლებელი და 6 მოსწავლე. პირველი სამეული 250- 250 ლარით დაჯილდოვდა. ასევე, გამოვლინდა 5 დამატებითი ნომინაციის გამარჯვებული.
საპრიზო ფონდი 2000 ლარს წამოადგენდა.
"განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რაც უფრო მეტი სკოლა იქნება ჩართული ქალაქის ცხოვრებაში, მით უფრო კარგია", - აღნიშნა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.
პროექტი ქუთაისის მერიის მხარდაჭრით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები