ქუთაისში, 15 ოქტომბერს გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე
ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული ოქროულობის მაღაზიის გაძარცვა სცადეს.
ადგილზე დასაქმებულების თქმით, ორი მძარცველი პოლიციამ მაშინვე
დააკავა, რადგან ობიექტში შესვლისას სიგნალიზაცია ჩაირთო.
"წაღებული არაფერი არაა, ვერ მოასწრეს, დაიჭირა პოლიციამ", - ამბობს
"ბავშვთა სამყაროში" დასაქმებული, ლალა სილაგავა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 177-ე მუხლებითაა
აღძრული. ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს და შესაბამისად, წაღებულიც
არაფერი არაა.
მასალის გამოყენების პირობები