ქუთაისის მერია იმ სატრანსპორტო ხაზებზე, რომლებზედაც კონკურსი ჩაიშალა, მიმდინარე წლის 22 ივნისს კონკურსს მეორედ ჩაატარებს. მანამდე კი, სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მაძიებლებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადი შეავსონ.
აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, ირაკლი ცხვედიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განმარტა. ცხვედიანმა ასევე ისაუბრა კონკურსის ჩაშლის მიზეზებზე. ცხვედიანი ირწმუნება, რომ 15 ლოტიდან 10 ლოტზე კონკურსის ჩაშლის მიზეზი მონაწილეების მხრიდან საჭირო დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენაა.
"დოკუმენეტების უმრავლესობა არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი. საბუთებში ტრანსპორტის პასპორტიც კი არ ქონდათ ჩადებული. იმის გამო, რომ ეს ხარვეზი მაქსიმალურად ნულამდე იყოს დაყვანილი, კონკურსამდე ჩვენს ოფიციალურ ვებ-ბერდზე დავდებთ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს დოკუმენტის შევსება", - განმარტა ცხვედიანმა.
29 მაისს, საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვების მაძიელთა კონკურსში სულ 9 ორგანიზაცია და ერთი ინდმეწარმე მონაწილეობდა.
მათგან გამარჯვებული შედეგმა მონაწილეება მოიპოვეს: შპს "აბოჯორჯია", შპს იმერტური XXI" და ინდმეწარმე ოთარ ონიანი.
მასალის გამოყენების პირობები