ქუთაისის მერის მოადგილე და ამავე დროს საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტი, ნოდარ მიქიაშვილი "ნაციონალების"
ბრალდებას პასუხობს. მიქიაშვილის განმარტებით, "ტორპედოში" მხოლოდ სამი თანამშრომლით არის გაზრდილი შტატი.
"ესეც საჭიროებიდან გამომდინარე. რადგან, როცა კლუბი "ვისოლის" მმრათველობაში იყო ცენტრალური ბუღალტერია ხელმძღვანელობდა ფინანსურ საკითხებს. ასევე, აუცილებლობას არ წარმოადგენდა "ვისოლს" სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტი ჰყოლოდა", - განმარტავს მიქიაშვილი. რაც შეეხება, ფეხბურთელებისთვის ხელფასების მომატებას, აღნიშნავს, რომ ძველ ფეხბურთელებს იგივე ხელფასები აქვთ, ხოლო იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მას შემდეგ შეურთდნენ გუნდს, რაც კლუბი თვითმმართვველობას გადმოეცა, მაღალი ხელფასები აქვთ.
"კლუბს, ასევე, აქვს გარკვეული თანხა ფედერაციიდან, რომელიც რამდენიმე თვის წინ ხელფასებად დაერიცხა იქ მომუშავე პერსონალს. ამის შესახებ ჩანს ინფორმაცია არ ექნებოდათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბევრი ბრალდება აქვთ", - აღნიშნავს კლუბის პრეზიდენტი.
მიქიაშვილმა განმარტება ქალაქის მერის ახლობელზე, დავით მურღულიაზეც გააკეთა, რომელიც "ნაციონალების" განმარტებით, შოთა მურღულიას მერად არჩევის შემდეგ დაინიშნა კლუბში ექიმად და ხელფასიც მოუმატეს.
"ეს ადამიანი წლებია მუშაობს ამ კლუბში და არანაირად არ მომატებია ხელფასი. ჩვენი ინფორმაციით, არანარად არ მომდარა ხელფასები გაზრდა. მაგრამ თუკი ეს ასეა "ტოპრედოს" ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება", - ამბობს კლუბის პრეზიდენტი.
ნოდარ მიქიაშვილი ირწმუნება, რომ საფეხბურთო კლუბ " ტორპედოს" დამფინანსებლის მოძიებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები