ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩაშლილ პოზიციებზე კონკურსი 17-18 თებერვალს გამოცხადდება.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამ დროისთვის 50-ზე მეტი პოზიციაა ვაკანტური.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განმარტებით, ვაკანტური ადგილების არსებობა ჩაშლილ პოზიციებს უკავშირდება.
"ზოგიერთი თანამშრომელი სხვაგან გადავიდა სამუშაოდ და ზოგი გარდაიცვალა.", - განმარტა ქალაქის მერმა.
მერიის მერიაში მეორედ გამოცხადებულ 48 ვაკანსიიდან კონკურსი 4 პოზიციაზე ჩაიშალა.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში თავდაპირველად კონკურსი 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა. კონკურსში 129 ატესტანტმა (მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები) მიიღო მონაწილეობა, მათგან ბარიერი მხოლოდ 69 ადამიანმა გადალახა. ხოლო 401 კონკურსანტიდან დადებითი შედეგი 157-მა აჩვენა.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები