ახალი ამბები
"ავიფეთქებ თავს" - დევნილების მიმართვა მინისტრს და პროტესტი ბინების განაწილებაზე ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook

მეორე დღეა ხმაური და დაპირისპირებაა დევნილთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოში.


დევნილები, რომლებიც ბინის მიმღებთა სიაში ვერ მოხვედნენ, სამინისტროს კომისიას ადანაშაულებენ ქუთაისში ბინების შერჩევით გაცემაში. ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

 

იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, წლებია ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, ასევე წლებია სამინისტრო მათ ბინებს პირდებათ და შესაბამისი ქულების არსებობის მიუხედავად, ამჯერადაც ბინების გარეშე დარჩნენ.

ადგილზე მობილიზებულ იყო საპატრულო პოლიცია, რადგან კარების აჭედვით იმუქრებოდნენ სამმართველოს შენობაში შეკრებილი დევნილები.



დევნილები კომისიის შეცვლას და დოკუმენტების ხელახლა შესწავლას ითხოვენ, რის საფუძველზეც ფიქრობენ, რომ ბინების სამართლიანად დანაწილება მოხდება.

მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი გზების გადაკეტვით და პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან.

დევნილთა სამინისტროს კომისიის წევრები კი, რომლებიც ამჟამად სამმართველოში იმყოფებიან, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბრალდებებს არ ადასტურებენ.

დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით (რომელიც კომისიის ერთ-ერთი წევრიც გახლავთ), პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ. გიორგაძის თქმით, ბინების მიღების სურვილს 4 000 დევნილი გამოთქვამდა, აქედან მოცემულ ეტაპზე უწყება მხოლოდ 429 დევნილის ბინით დაკმაყოფილებას ახერხებს.

"ვარჩევთ ისეთ ოჯახებს, სადაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ქულებიც გროვდება მათი მდგომარობიდან გამომდინარე. იყო ოთხი შემთხვევა, როცა დაზუსტება გახდა საჭირო, ხარვეზი იყო ნამდვილად და გამოსწორდა. სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, იმისთვის, რომ ბინების დანაწილება სამართლიანი იყოს," - აცხადებს გიორგაძე.

დევნილთა სამინისტრომ იმ ოჯახების სიები, რომელთაც ქუთაისში ბინები გადაეცემათ, უკვე გამოაქვეყნა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ 429 დევნილი ოჯახი აღმაშენებლის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარედ აშენებულ კორპუსებში გადანაწილდებიან.

უწყებაში ვარაუდობენ, რომ დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გადაეცემათ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.